რეილგიური მიმდინარეობები და მათი ფუძემდებლები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად გადასცემდნენ, ავრცელებდნენ წარმოდგენებს ღმერთზე, სამყაროზე, მარადიულ სიცოცხლესა თუ მორალზე. თუმცა, დროთა განმავლობაში, აუცილებელი ხდებოდა წერილობითი სახით ჩამოეყალიბებინათ თავინთი მრწამსი, ის ღირებულებები, რომელიც მათთვის წმინდათა წმინდა იყო, რომ შეენარჩუნებინათ ის თაობებისათვის. ამდენად, ისტორიამ შემოგვინახა წიგნები, რომელთა დახმარებით შეგვიძია „შევეხოთ“ იმ რწმენა-წარმოდგენებს, რომელზეც დგას ესა თუ ის თანამედროვე თუ უძველესი რელიგია.
„თბილისი თაიმსი“ გაგაცნობთ წმინდა წიგნებს, რომლებიც თითოეულ რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლისათვის მეტია ვიდე წიგნი.
ყველაზე ძველი ტექსტი, რომელიც სამყაროს აღსასრულზე გვამცნობს არის ზოროასტრელთა წმინდა წიგნი ავესტა. მასში გადმოცემულია სპიტამა ზარატუშტრას გამოცხადებები – სწავლება, რომელიც აჰურა მაზდამ (ზოროასტრიზმის უზენაესმა ღვთაებამ) ხალხს მოციქულის პირით გადასცა. იგი დაწერილია ერთ–ერთ უძველეს ირანულ დიალექტზე, რომელიც მხოლოდ ამ წმინდა წიგნებში შემორჩა ამიტომაც ზოროასტრელი ქურუმობის მსურველნი ხანგრძლივ და სპეციალურ განათლებას იღებდნენ მომავალი საქმიანობისთვის.
რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ავესტა ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ამ სიბრძნის მატარებელნი ზოროასტრელი ქურუმები – მოგვები იყვნენ. მოგვიანებით, არშაკელთა დინასტიის ზეობისას (ძვ. წ. 250 წ. – ახ. წ. 224 წ.), პართიის სამეფოში წმინდა წიგნების წერილობითი ვერსია შეიქმნა, ხოლო მათი საბოლოო რედაქცია უკვე სასანელი შაჰის შაბურ II-ის (ახ. წ. VI ს.) ეპოქაში დასტურდება.
გადმოცემით, დიდი ავესტა, რომელსაც ალექსანდრე მაკედონელამდე უარსებია, შეიცავდა 21 წიგნს – ნასკს. დღეისათვის შემოჩენილია ავესტას შემდეგი ნაწილები:
- იასნა – ლოცვა, თაყვანისცემა. ძირითადი ლიტურგიკული ნაწილი. მასში განსაკუთრებული ადგილი უკავია გათებს – საგალობლებს, რომლებიც თვით ზარატუშტრას მიეწერება;
- ვისპრედი – ყველა მსაჯული, ყველა უფალი. შეიცავს სხვადასხვა ღვთაებისადმი მიძღვნილ ლოცვებს;
- ვიდევდატი – დევთა საწინააღმდეგო კანონი. მასში გადმოცემულია აჰურა მაზდას მიერ ქვეყნიერების შექნისა და ოქროს ხანის მითები. მასში ასევე აღწერილია ზოროასტრელთათვის სავალდებულო ქცევის ნორმები;
- იაშტა – ქება. შინაარსობრივად ავესტას უძველესი ნაწილია, შედგება ბუნების ძალებისა და ციური სხეულებისადმი მიძღვნილი ჰიმნებისგან. მასში შემონახულია ძველი ინდოევროპული მითოლოგიური პერსონაჟები და ღვთაებები (მითრა, ანაჰიტა და სხვა);
- ქორდა ავესტა – მცირე ავესტა. მოიცავს იმ ლოცვებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია საერო ზოროასტრელებისთვის და რომელთაც იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ტერმინი გაჩნდა ებრაელი თეოლოგების შუასაუკუნოვან შრომებში. ესაა ბიბლიური წიგნები, რომელსაც ეფუძნება იუდაიზმი. სახელწოდება „თანახ“ წარმოადგენს აბრევიატურას, შედგენილს ამ სამი ნაწილის სახელწოდებათა პირველი ასოებისგან:
- თ – თორა (მოსეს რჯული ან ხუთწიგნეული),
- ნ – ნაბიიმ (წინასწარმეტყველნი),
- ხ – ქეთუბიმ (წერილნი, ქ ბგერა ხდ იცვლება ხმოვნის შემდეგ).
ებრაელები ბიბლიას, ძველ აღთქმას, თანახს უწოდებენ. ესაა მოსეს ხუთწიგნეული, რომელსაც ებრაელები მთელი წლის განმავლობაში კითხულობენ. შედგება სამი ნაწილისგან: თორა, ებრ.- תּוֹרָה, ნევიიმი – ებრ. נביאים, კეტუვიმი- ებრ. כתובים
ბუდიზმის კლასიკური თხზულება, რომელიც სხვა ბუდისტური კრებულების მსგავსად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა. განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა. ბუდას გამონათქვამებს ზეპირად კითხულობდა ანანდა და ამ ერთობლივ ზეპირსიტყვიერ ტექსტს „სუტრანიტჰანა“ ეწოდა. მისი შემადგენელი ნაწილი „სუტრაპიტაკა“ ხუთ თავად იყოფა. ამათგან მეხუთე – „ქშკუდარა-ნიკაია“ 15 დამოუკიდებელი ნაწარმოებისაგან, ანუ „გრანტჰებისაგან“ შედგება. ამათგან გამორჩეულია ყველაზე ძველი ბუდისტური თემის წიაღში ბუდას გამოთქმების ტექსტი – „ვინაიაპტაკა“, რომელიც სამ განყოფილებად იყოფა. მასში ბუდას განაზრებანი დალაგებულია თანმიმდევრობით კაშიაპას მიერ, რომელიც თავის მხრივ შვიდი თავისგანაა შედგენილი. მთელი ამ ზეპირგადმოცემათა სსიტემიდან – „სუტრაპიტაკა“, „ვინაიაპტაკა“ და „აბჰიდჰამაპიტაკა“ – შედგენილაი ბუდიზმის კლასიკური თხზულება, რომელსაც ეწოდა „სამი კალათა მოძღვრება“, ანუ „ტრიპიტაკა“.
ზეპირისტყვიერად მოუსმენი და აუთვისებია მეფე აშოკას უფლისწულ მაჰენდრას და ამ წესითვე ასწავლიდა მას ცეილონზე. სწორედ იქ ჩაიწერა „ტრიპიტაკა“ ძვ. წ. 80-იან წლებში და ითვლება ბუდას ქადაგებების ავთენტიკური გადმოცემების ჩანაწერებად, პალმის ფოთლებზე, პალის ენაზე.
სამ კალათაში ჩალაგებული ჩანაწერები შემდეგი წესით დაიყო:
- „ვინაპიატიკაში“ – ყოფაქცევის წესები და დარიგებანი,
- „სუტრაპიტაკაში“ – ბუდას ქადაგებები და იგავები,
- „აბჰიდმატიკაში“ – ბუდისტური ფილოსფია.
ამ ნაწილმა ბუდისტთა პირველ შეკრებაზე ვერ ჰპოვა დიდი ყურადღება, სავარაუდოდ, მისი სირთულის გამო. სამაგიეროდ, მესამე შეკრებაზე მიაქცია ყურადღება მეფე აშოკამ, რომელმაც ბუდიზმი ახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
ბიბლიის ნაწყვეტები გადათარგმნილია 2212 ენაზე, მთლიანად წიგნი დაბეჭდილია 366 ენაზე, ხოლო ახალი აღთქმა თარგმნილია 928 ენაზე.
ბიბლია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნს (ταβιβλια). შედგება 66 წიგნისაგან, 39 ძველი აღთქმის, 27 ახლისა. იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების „წმინდა“ წიგნების კრებული. შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან. ქრისტიანობა ცნობს ბიბლიის ორივე ნაწილს, იუდაიზმი კი მხოლოდ ძველ აღთქმას
იგი შეიცავს ღმრთის გამოცხადებას. ბიბლია თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. რამდენადაც წმიდა წერილში მოთხრობილია მარადიული სიცოცხლის შესახებ, მას სიცოცხლის წიგნსაც უწოდებენ.
ძველი აღთქმის ნაწილი დაწერილია ძველ ებრაულ ენაზე. მხოლოდ ზოგიერთ, შედარებით გვიანდელ წიგნში გვხვდება მცირე ჩანართი არამეულ ენაზე. ძველი აღთქმა შედგენილობის მხრივ მეტად სხვადასხვაგვაროვანი კრებულია; შეიცავს ისტორიულ დოკუმენტებს, ადამიანთა ცხოვრების ამსახველ ფაქტებს სხვადასხვა ეპოქისა და სოციალურ ფენათა მსოფლმხედველობის ამსახველ იურიდიულ დოკუმენტებს, განსხვავებულ რელიგიურ კულტებთან დაკავშირებული რიტუალების ამსახველ ტექსტებს, რელიგიისა და ლირიკული პოეზიის ნიმუშებს.
ახალი აღთქმა ბერძნულად დაიწერა, გარდა მათეს სახარებისა რომელიც თავად მათე მახარებელმა დაწერა არამეულად, შემდეგ კი თვითონვე თარგმა ბერძნულად. ქრისტიანულ სწავლებას, რომელიც თავმოყრილია ოთხ სახარებაში (ბერძნულად „ევანგელე“). მას მოსდევს „საქმე მოციქულთა“ შემდეგ ხუთი კათოლიკე ეპისტოლე და მოციქულ პავლესა და სხვათა წერილები (ეპისტოლეები), რომლებიც მოგვითხრობენ ეკლესიის დაარსების ისტორიას.
“ყურანი” არაბული სიტყვაა და ქართულად “წაკითხვას”, ”კითხვას” ნიშნავს. ის წარმოადგენს ისლამის წინასწარმეტყველის – მუჰამადის ქადაგებათა კრებულს, რომლებიც მუსლიმთა რწმენით, მუჰამადს ღვთიური ზეშთაგონების მეშვეობით განეცხადა.
ყურანი დაყოფილია 114 არათანაბარ თავად, რომელსაც ეწოდება “სურა”. ამ სიტყვის ბევრნაირი ეტიმოლოგია არსებობს. რიტუალური მიზნით დაყოფილა 30 თანაბარ ნაწილად, ე.წ. ჯუზ’ად და თავიდან ჯუზ’ების რაოდენობა გათვლილი იყო წლიურ ციკლზე – იმაზე, თუ მორწმუნეს ამა თუ იმ პერიოდში საღვთო წიგნის რამდენი ნაწილი უნდა წაეკითხა.
ყურანის მხატვრულ სტილს არაბულად საჯ’ი ეწოდება. საჯ’ი რითმანარევი რიტმული პროზაა და ტრადიციულ არაბულ პოეტიკაში მას სალექსო ფორმად არ მიიჩნევდნენ. როგორც ლიტერატურული ძეგლი, ის მართლაც გამორჩეული ნიმუშია და საუცხოო ემოციურ ზემოქმედებას ახდენს მსმენელსა თუ მკითხველზე.
ყურანი დღესაც რჩება როგორც ერთადერთ წმიდა წიგნად, რომელშიც მე-7 საუკუნიდან დღემდე მოყოლებული არ შეცვლილა არც ერთი წერტილი და ასობგერა.
სიტყვა “ვედა” სანსკრიტულია და ნიშნავს ცოდნას. ესაა უძველესი ინდური სიბრძნისმეტყველების წიგნები, რელიგიურ-ლიტერატურული ძეგლები, მორალისა და სამართლის კოდექსები, ფილოსოფიური, მხატვრული, მითოლოგიური შინაარსების შემცველნი, რომელთა შექმნის საიდუმლო ძვ. წ. მეორე ათასწლეულის მიღმა იკარგება.
ვედები დაედო საფუძვლად ვედური რელიგიის შექმნას. ვედური ღმერთებიდან ცნობილია:
- ცის ღმერთი დიაუსი,
- ცეცხლის ღმერთი აგნი,
- წვიმის და მეხისა — ინდრა,
- მზის ღმერთი — სურია (ინდრას ორეულია რუდრა).
ვედები ცნობენ ბოროტ დემონებს. მთავარი დემონი იყო წყლის გამტაცებელი ვრიტრა, გვალვის განსახიერება.
მათი რმწნით დედამიწას აქაც ქალღმერთი ჰყავს — პრითხივი, განთიადს — უშასი (ინდოელთა ეოსი), ღმერთების დედა იყო ადითი.
ვედური რელიგიის კულტი ითხოვდა მსხვერპლთშეწირვას, მაგიური ადათ–წესების დაცვას. მისი შემდგომი განვითარების შედეგად შეიქმნა ბრაჰმანიზმი, რაც უკვე ცნობს უზენაეს ღმერთს — ბრაჰმას და წმინდა სამებას, ტრიმურტს: ბრაჰმა–ვიშნუ–შივა. ხელოვნების ძეგლებში სამთავიანი ელდის მომგვრელი ღვთაებაა.
ვედების კრებული ხალხთა ერთ-ერთი მთავარი რელიგიის თავისებური „კოდექსია“, „ინდუიზმის ბიბლია“.
მომზადებულია ინტერნეტ რესურსების გამოყენებით.
სოფიკო ნინიკაშვილი