17-18 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდება.
უკრაინელ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, სადაც გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდგომ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
პავლო კლიმკინი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს, გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და მოინახულებს ტარას შევჩენკოს ძეგლს.