რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მალთაყვაში, სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. ზურაბ ალავიძის განცხადებით, მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის შენარჩუნება-განახლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ისე ტურიზმის განვითარებისთვის.

მალთაყვაში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულებაა 18 500 000 ლარი, სამუშაოები დაიწყო 2015 წელს და წელს დასრულდება. დასაქმებულია 15 ადამიანი.

პროექტის პირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 25 ათას ადგილობრივ მცხოვრებს შეადგენს, ხოლო სეზონურად დამატებით 20 ათას დამსვენებელზეა გათვლილი.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე  პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებებზე სრულადაა ადაპტირებული.

(Visited 41 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*