„არ მგონია, რომ ვეტოს ენით საუბარი პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ზოგადად სწორი იყოს. ინგლისის მეფესაც აქვს ვეტოს უფლება, მაგრამ არ გამოუყენებია რამდენიმე საუკუნის განმავლობაში“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გედევან ფოფხაძემ, „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„ვეტოს დაძლევის პრობლემა ჩვენ არც წინა მოწვევის პარლამენტში არ გვქონია და ამ მოწვევის პარლამენტში მითუმეტეს არ გვაქვს. საკანონმდებლო პროცესის წარმმართველი ქვეყანაში, ინსტიტუციურად არის და უნდა იყოს პარლამენტი. პრეზიდენტმა ვეტო მხოლოდ იმიტომ არ უნდა დაადოს, რათა ჩაერიოს საკანონმდელობლო პროცესში, რომელიც ინსტიტუციონალურად პარლამენტს ეკუთვნის“ , – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „რუსთავი 2“–ის საქმესაც გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ ხელისუფლება პროცესს კერძო დავად მიიჩნევს.

„  „ქართული ოცნება“ დავის ყევლა ეტაპზე ხაზგასმით აფიქსირებდა,რომ ჩვენ ვართ პროცესის ნეიტრალური მაყურებლები, არ ვართ მხარე და არც უნდა ვიყოთ. ეს იყო დავა ორ კერძო სუბიექტს შორის და ხელისუფლების დამოკიდებულება იყო შესაბამისი.საკუთრების უფლება არის მნიშვნელოვანი და ეს ფრაზა არ ნიშნავს,რომ ვაკნინებ სხვა უფლებას.

„ „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“ არის უბრალოდ ფორმულირება და ეს არ ნიშნავს,რომ სახელმწიფოს ექნება რაიმე სახის კერძო მოტივაცია დავის დროს.მოტივაცია ექნება ერთადერთი, რომ პროცესში შენარჩუნდეს ის სამართლებრივი ძირითადი მიმართულება, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ შეგვენარჩუნებინა შიდა ეროვნულ სასამართლო სისტემაში დავის დროს და ახლაც უნდა გაკეთდეს იგივე. აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე საკუთრების უფლება ერთნაირად მნიშვნელოვანია და ამ ორ უფლებას შორის რაიმე უპირატესობის განსაზღვრა იქნება ყოვლად დაუშვებელი“ , – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მანანა ღოღობერიძე

გაზიარება