„ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები არც ერთ ხელისუფლებას ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია. ეს არის რუსული პრაქტიკა,რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის მოიძებნა გარკვეული კუთხეები,რომ არ შესრულებულიყო და სხვა მიმართულებით წასულიყო საქმე“. ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„უნდა ავირჩიოთ, ევროპული სტანდარტი მოგვწონს თუ რუსული. სტრასბურგის გადაწყვეტილების ერთგვარი რევიზირება, მე ვფიქრობ, რომ უზომოდ დამაზიანებელია ქართული სახელმწიფო ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისათვის. ვურჩევთ ყველას, აღმასრულებელი ხელისუფლების თუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, რომ ამგვარი განცხადებების გაკეთება ძალიან დამაზიანებელია. ისედაც უკვე კითხვისნიშნებდასმულ პროცესთან დაკავშირებით, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ყველას, როდესაც ამ ტიპის კომენტარებს ვაკეთებთ.

რა არის ცუდი იმაში, რომ პრეზიდენტი საკუთარ საზოგადოებას კონსტიტუციაზე ესაუბროს,რომელიც არ არის მხოლოდ პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩაკეტილი დოკუმენტი. საზოგადოება შეხვედრისას იყო სრულიად ადეკვატური, მითუმეტეს რომ მათ პროფესიულად კონსტიტუციის ნორმების უკეთ ცოდნა არ მოეთხოვებოდათ.

უხერხულია, მეგობრებო, უხერხულია ასეთი დამოკიდებულების გამომჟღავნება, თქვენც უნდა ელაპარაკოთ ხალხს. თქვენც ვალდებული ხართ, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ და როდესაც გეუბნებით, რომ გეხმარებით ამ პროცესით, მოგაწვდით ამ იდეებს, რაც ისმის ხალხის წიაღიდან. შევცვალოთ პრაქტიკა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება“ , –განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 42 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*