შაქრიანი დიაბეტი საკმაოდ მძიმე პრობლემაა,   მაგრამ სრულფასოვანი ცხოვრება მის ფონზეც შესაძლებელია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, დიაბეტიანთა მესამედს მდგომარეობის დასასტაბილურებლად დიეტაც ჰყოფნის და არ სჭირდებათ სპეციალური წამლებით მკურნალობა.  დიაბეტიანებს ეკრძალებათ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები: შაქარი, კანფეტები, მურაბა, საკონდიტრო ნაწარმი, ღვინო და ტკბილი გაზიანი წყლები (პეპსიკოლა, კოკაკოლა და სხვა).

თუმცა დიეტა და გარკვეულ პროდუქტებზე უარის თქმა არ ნიშნავს შიმშილს. პირიქით, მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი, მაგრამ დაბალკალორიული. სასურველია, უმთავრესად მივირთვათ ხილი(თუმცა, გარკვეული შეზღუდვით) და ბოსტნეული, რომლებიც შეიცავენ არა მარტო ვიტამინებს, მინერალებს, არამედ მცენარეულ ბოჭკოებსაც. ყველაზე მარგებელია კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, ყაბაყი. მათი უმად ჭამაც შეიძლება და მოშუშვაც – თერმულად რაც უფრო ნაკლებად არის დამუშავებული საკვები, მით უფრო მეტად ინარჩუნებს ვიტამინებს. ცილების წყაროდ შეიძლება გამოვიყენოთ მჭლე ხორცი, იდეალურ შემთხვევაში – ფრინველისა. რძის პროდუქტები: ხაჭო, არაჟანი, ყველი, მაწონი – ნაკლებ ცხიმიანი უნდა იყოს. რაც შეეხება კვერცხს, კვირაში მხოლოდ 2-3 ცალის მიღება შეიძლება. ნაღების კარაქზე დიაბეტიანმა უარი უნდა თქვას და მის ნაცვლად ზეთისხილის, მზესუმზირას ზეთი ან სხვა მცენარეული ცხიმი გამოიყენოს. სასარგებლოა შვრიის, წიწიბურასა და ბრინჯის ფაფები. მანანისა და მაკარონის კერძები, მხოლოდ მსუბუქი ფორმის დიაბეტის დროს არის ნებადართული.

დიეტა სასურველი და აუცილებელიც რომ არის, ამას ყველა ერთად აღნიშნავს. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ხელმისაწვდომია მისი დაცვა ყველასთვის.  „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა თუ რა ჯდება დიაბეტიანი ადამიანების კვება და შეუძლია თუ არა მისი დაცვა ყველას. საინტერესოა, როგორი ფასები აქვს პროდუქტებს და რამდენად ფართოდ ხელმისაწვდომია ყველასთავის მისი შეძენა.

შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანისთვის სიახლეს არ წარმოადგენს „დიაბეტური კუთხე“, რომელიც უმეტეს სუპერმარკეტში არსებობს. აქ წარმოდგენილი პროდუქცია მრავალფეროვანია, მრავალფეროვანი და საკმაოდ მაღალია მათი ფასებიც. განსაკუთრებით ძვირი ტკბილეულია. მცირე შეფუთვის ტკბილეულის ფასი იწყება-6.75 ლარიდან და ხარისხთან ერთად მისი ფასიც იმატებს. ასევეა, ჯემისა და მურაბების შემთხვევაშიც. ერთი ქილა ჯემი-7.30 ლარი ღირს. საკმაოდ იშვიათი და ძვირადღირებულია დიაბეტური ნამცხვრის შეძენა. რაც შეეხება დიაბეტურ შაქარს მისი ფასი იწყება  3.30 ლარიდან და ყველაზე ძვირაღირებული შაქრის ფასი 6.80 ლარია. დიაბეტიანი ადამინებისთვის ცალკე საკითხია პურის შერჩევა. პურის ფასიც განსხავებულია, გერმანული დიაბეტური პური -1.15 ლარი ღირს, ხოლო ლიტვური დიაბეტური-1.25 ლარი.

საინტერსო რა ჯდება შაქრიანი დიაბეტის მოქნე ადამინის კვება.

ლანა (26 წლის) – „შაქრიანი დიაბეტი ბავშვობიდან მაქვს. ამიტომ მიჩვეული ვარ მუდმივად წამლების მიღებას და დიეტაზე ყოფნას. წლების განმავლობაში ამას ვაკეთებ, ამიტომ აღარ მიჭირს პროდუქციის შერჩევა და გარკვეულ საკვებზე უარის თქმა. კვება საკმაოდ ძვირი ჯდება. დღეში დაახლოებით 5-დან 10 ლარამდე გჭირდება სრულფასოვნად რომ იკვებო დიაბეტიანი ადამიანი. ბურღულეული,ხილი,რძის  ნაწარმი ,საქონლის ან ქათმის ხორცი, თევზი, მინერალური წყლები, ბორჯომი ნაბეღლავი-ის აუცილებელი პროდუქტებია,რომლის მიღებაც საჭიროა. პური და შაქარი ძვირი არაა, იმიტომ რომ ერთხელ რომ იყიდი შაქარი დაახლოებით სამი თვე გეყოფა. რა შეეხება ტკბილეულს მისი შეძენა  საკმაოდ ძვირია. ნამცხვარს ცოტა საცხობი თუ აკეთებს და იმასაც ძალიან ძვირად ყიდიან.“

ნათელა (65 წლის) – „შაქრიანი დიაბეტი შეძენილი მაქვს და სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიჭირდა მასთან შეგუება. ძნელია, უცებ უარი თქვა იმ საკვებზე რაც ძალიან გიყვარდა. ერთი მხრივ, თუ არ გინდა სულ წამლებზე იყო დამოკიდებული დიეტური კვება აუცილებელია. მეორე მხრივ, დიეტური კვება საკმაოდ ძვირი ჯდება. განსაკუთრებით ჩემი ასაკისთვის. უამრავი საზრუნავი მაქვს და ამას ემატება ის, რომ ჩემთვის უნდა ვიყიდო სპეციალურად პური, შაქარი, ტკბილეული, წვენი. ასევე ხშირად უნდა მივიღო თევზეული და ხორცი. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ეს საკმაოდ ძნელია.  ნორმაურად რომ ვიკვებო, მხოლოდ მე კვირაში დაახლოებით 50-60 ლარი მჭირდება.“

მსგავსი პრობლემა აქვს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანების უმეტესობას. მათ მთელი ცხოვრება დიაბეტურ დიეტაზე უწევთ ყოფნა. აუცილებელ წამლებთნ ერთად მათ საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტის შეძენაც უხდებათ, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 102 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*