XX საუკუნის მიწურულს საქართველოში განვითარებული რთული პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გამო სამშობლოდან ათასობით მოქალაქე წავიდა უცხოეთში, რის გამოც გაუცხოვებული აღმოჩნდნენ ეკლესიისაგან, ეროვნული კულტურსაგან. 2002 წლის 17 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, მოხდა ეპარქიათა საზღვრების გადახედვა. გადაწყდა უცხოეთში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ეპარქიების (ექსარქიების) შექმნა. თავდაპირევლად დაარსდა დასავლეთ ევროპის ეპარქია, რომელიც შემდეგში რამდენიმე ეპარქიათ დაიყო, ხოლო 2009 წლის 3 მაისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით: ამერიკისა და კანადის სამრევლოები დააარსდა. მოგვიანებით, მის საფუძველზეც ორი ეპარქია ჩამოყალიბდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით გაერთიანდა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივ საცხოვრებლად ემიგრირებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და იმ ქვეყნებში მცხოვრები ის უცხოელები, ვინც თავს მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად.
„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ დღეის მდგომარეობით საქართველოს საზღვრებს გარეთ მოქმედ ეპარქიებს, მათ იურისდიქციაში მყოფ სამრევლოებსა და წინამძღოლებს.
დასავლეთ ევროპის ეპარქია – ეპარქიის იურისდიქცია ვრცელდება შემდეგ ქვეყნებზე: საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია და დანია. წინამძროლია მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია.
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია – აერთიანებს ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში მდებარე რამდენიმე სამრვეოს. წინამძღოლია მიტროპოლიტი ზენონი იარაჯული.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია – შედგება ბელგიისა და ჰოლანდიის სამრველოებისგან. წინმაძოლია ეპისკოპოსი დოსითეოსი ბოგვერაძე.
გერმანიისა და ავსტრიის ეპარქია – მოიცავს მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის, ინსბრუკის, დუსელდორფის, ბონის, კარლსრუეს, ბილეფელდის, ოსნაბრუკის, ბერლინის, ჰანოვერის, ჰამბურგისა და ზაარბრიუკენის სამრევლოებს. წინამძღოლია ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია – ეპარქიის შემადგენლობაში შედის ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე რამდენიმე და კანადაში მდებარე ერთი სამრევლო. წინმაძღოლია ეპისკოპოსი საბა ინწკირველი.
სამხრეთ ამერიკის ეპარქია – ეპარქიას ხელმძრვანელობს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკოლოზი ფაჩუაშვილი.
ავსტრალიის ეპარქია – ხელმძრვანელია მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
სოფიკო ნინიკაშვილი