„შემოთავაზებული მოდელი სწორია, როგორც პრინციპულად ისე პროცედურულად. წვდომა საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთეზე იქნება შემოსავლის მიხედვით“. ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარემ, დევი ხეჩინაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„არის მოსახლეობის ორი ჯგუფი,რომლებიც კონკრეტულ ზღვარზე ქვემოთ არიან შემოსავლის მიხედვით, მათ ექნებათ როგორც სახელმწიფო პროგრამების სრული სიკეთე, ასევე შესაძლებლობა დაიმატონ პროგრამები. არის მეორე ტიპი,ესენიარიან 330 ათასი ადამიანი. მათ არ ექნებათ საშუალება, ისარგებლონ ორივეთი ერთდროულად და უნდა აირჩიონ სახელმწიფო და კერძო პროგრამებს შორის.

ამ ეტაპზე შეიძლება ამ ცვლილებით დავიწყოთ. სადაზღვევო ინდუსტრიასაც აქვს მეტი შესაძლებლობა. არამგონია უმეტესობამ არჩევანი სახელმწიფო პროგრამაზე გააკეთოს. ბოლომდე სწორი გადაწყვეტილება არ არის, თუმცა რაღაცით უნდა დავიწყოთ და ჯერჯერობით გადაწყვეტილება სწორია. ეს დროებითი მიდგომაა და შესაძლოა მომავალში შეიცვალოს“ , – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 72 times, 1 visits today)

კომენტარები