„ახლა უბრალოდ ახალი დაზუსტებები შევიტანეთ,რომ შეიცვალა სადაზღვევო პაკეტის ფლობის კრიტერიუმები. ეს არ ნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა იყო და აღარ არის. უბრალოდ მეტად დაზუსტებული და საჭიროებაზე მორგებულია“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„საყოველთაო ჯანდაცვაში გამიჯვნა ყოველთვის არსებობდა, 2013 წლიდან. თუ გაქვს კერძო დაზღვევა, ვერ გახდები საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილე და ეს იყო ცალსახა წყალგამყოფი.

ჯანდაცვის სამინისტრო პროექტებს ორი მთავარი მიმართულებით ახორციელებს. საყოველთაო ჯანდაცვა და ვერტიკალური პროგრამები,როგორიც არის ჰეპატიტის, ტუბერკულოზის მკურნალობის, დიაბეტის პირველი ტიპის, და ა.შ 20 სახელმწიფო პროგრამა და მათი ჯამური ბიუჯეტი 130 მილიონია. ეს სახელმწიფო პროგრამები ვრცელდება უკლებლივ ყველა მოსახლეზე.

მეორე მიმართულება, საყოველთაო ჯანდაცვა, 2013 წლის ჩადებული ლოგიკით ზუსტდება და არასწორია ,რომ 32 ათასი ადამიანი ამიერიდან აღარ მიიღებს ჯანდაცვის პაკეტს. 20 ათასი ადამიანი ისედაც კერძო დაზღვევის პაკეტით სარგებლობდა, ხოლო 10 ათასს არ ჰქონდა კერძო პაკეტი შეძენილი.  არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი კერძო თუ საჯარო სექტორშია დასაქმებული, ის ვისაც აქვს 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი წელიწადში, იხდის სპეციალურ მოგების გადასახადს. ეს წყალგამყოფი თავიდან არ მოგვიგონია“ , – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 60 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*