„საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით წარმატების მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურა. თქვენ შეასრულეთ ყველა მოთხოვნა, გაამართლეთ ყველა მოლოდინი. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვიყავით იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ გაქვთ  უვიზო მიმოსვლა,  მაგრამ მარტისბოლოს  ეს უკვე შესაძლებელი გახდება და იმედი გვაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დაბადების დღისთვის, თქვენ უკვე გექნებათ უვიზო მიმოსვლა. მინდა განსაკუთრებით გამოვყო მიხეილ ჯანელიძის პირადი ძალისხმევა ამ მიმართულებით“- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ვიზიტისას ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზეგანაცხადა.

მან ხაზი გაუსვა უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ვიზისლიბერალიზაციის მიმდინარეობის მთელს პროცესში.

პიტერ სიიარტო საქართველოს 17 მარტს ეწვია, რა დროსაც გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო დააღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მინისტრებმასაქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდაუნგრეთის მტკიცე მხარდაჭერაზე, როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობის მიმართ.

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები