1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე სტეფანწმინდის მოსახლეობას შეხვდა და სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე, რეგიონისათვის გზის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ადგილობრივი მოსახლეობის შენიშვნები მოისმინეს, რომელიც პროექტის განხორციელებისას იქნება გათვალისწინებული.

სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის სიგრძე – 5,66 კილომეტრია. გზის დეტალური პროექტი უკვე მზადაა და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით, ნაცვლად გრუნტოვანი, დაზიანებული გზისა.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

(Visited 361 times, 1 visits today)

კომენტარები