უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან განათლების სფეროშითანამშრომლობას, რის ფარგლებშიც ყოველწლიურად ქართველი სტუდენტებისთვის ორმოცდაათამდე სტიპენდიას გამოყოფს უნგრეთში უმაღლესიგანათლების მისაღებად. „იმედი გვაქვს,  ქართველი ახალგაზრდები ამით ისარგებლებენ და შემდგომში ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისპოპულარიზაციას შეუწყობენ ხელს,“ -განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას განათლების სფეროში გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ პოლიტიკური დაეკონომიკურ ურთიერთობების პარალელურად საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების სფეროში არსებული კონტაქტები  კიდევ უფროაახლოებს ქვეყნებს და ქართველ ახალგაზრდებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.

უნგრეთის მხარე წელიწადში 50 ქართველ სტუდენტს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად დაფინანსებას 2014 წლიდან სთავაზობს.ბოლო პერიოდში ასევე გაფორმდა არაერთი შეთანხმება ორი ქვეყნის სხვადასხვა სასწავლებელს შორის.

 

(Visited 56 times, 1 visits today)

კომენტარები