აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია “SOCAR ENERGY GEORGIA”-სა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შორის განახლებული ხელშეკრულების საფუძველზე დამატებით 19, ხოლო ჯამში 39 მეჩეთი 2017 წლის განმავლობაში უფასოთ მიიღებს ბუნებრივ აირს.

„ნავთობისა და გაზის კომპანია “SOCAR ENERGY GEORGIA”-სა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შორის 2017 წელს განახლდა ხელშეკრულება მეჩეთების უსასყიდლოდ გაზით მომარაგებასთან დაკავშირებით.

2017 წლამდე სხვა კონფესიების საკულტო ნაგებობებთან ერთად 20 მეჩეთი უსასყიდლოდ გაზით მომარაგების პროგრამით სარგებლობდა. ხელშეკრულების განახლების შედეგად დაემატა 19 მეჩეთი და ჯამში 39 მეჩეთი უსასყიდლოთ გაზით მომარაგდება.

სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ქველმოქმედებისათვის  მადლობას უხდის  “SOCAR ENERGY GEORGIA”- დირექტორს ბატონ მაჰირ მამედოვს,-ნათქვამია მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2013 წლიდან დღემდე ახორციელებს  საქართველოში არსებულ ყველა კონფესიის გაზიფიცირებული ობიექტების საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ანაზღაურებას. ამის შესახებ მემორანდუმი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 2013 წელს გაფორმდა. მაშინ “სოკარის” პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უშუალოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიიღო, მას შემდეგ რაც ენერგეტიკის მინისტრმა “სოკარს” მიმართა რელიგიური ორგანიზაციებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეღავათიან ფასებში მოეხდინა.  ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით კი ისინი  ბუნებრივ აირს სრულიად უფასოდ მიიღებენ“.  საუბარია დაახლოებით 400-მდე რელიგიური დაწესებულების დაფინანსებაზე.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*