„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე საკმაოდ ბევრი დროა დარჩენილი. გუნდში ჯერ არ გამართულა მსჯელობა მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. ჩემთვის თანამდებობა არასდროს ყოფილა მთავარი და მნიშვნელოვანი“. მთავრობაში მოსალოდნელი შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ, ვიცე–პრემიერმა კახი კალაძემ, „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.

„დღეს მაქვს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა. ვარ ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, ვარ ასევე პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი. იმ დარგში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ.  რა იქნება მომავალში, ვინ იქნება კანდიდატად წარმოდგენილი, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება მას შემდეგ, რაც გუნდში ამაზე მსჯელობა გაიმართება. რაც შემეხება პირადად მე, მზად ვარ გუნდის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვიმოქმედო.

კატეგორიულად უარვყოფ,რომ რამე ცვლილებებია მოსალოდნელი. გუნდში ამ თემებზე განხილვა არ ყოფილა.არავითარი სამთავრობო ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.  სიცრუეა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა,   თუ გიორგი კვირიკაშვილს რამე აქვს გადაწყვეტილი, შეგიძლიათ შესაბამისი კითხვა მას დაუსვათ და გაგცემთ პასუხს. სამთავრობო ცვლილებების თემის განხილვა გუნდში არ ყოფილა“.

ვიცე–პრემიერმა კახი  კალაძემ, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ხელისუფლების მხრიდან პროპორციული ძალის გამოყენება კიდევ ერთხელ აღნიშნა.

„გამოძიება მიმდინარეობს და ყველა მონაწილე კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვები,რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული ნაწილი ჩართული იყო ამ პროცესებში. ისინი საბოლოოდ დარჩნენ ყველაფრის მიღმა, მარტო. ამ ვანდალურ ფაქტებზე ვისმენდით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გამოსვლებს, რომ მხარს უჭერდნენ ვანდალიზმს. დაკავებული პირებიდან აღმოჩნდა,რომ არიან სხვადასხვა რეგონების მაცხოვრებლები ადიგენიდან, წალკიდან, ბოლნისიდან, დიდი ეჭვი არსებობს,რომ ამას ჰქონდა ორგანიზებული სახე. ეს იყო დაჯგუფება,რომლებმაც გადაწყვიტეს ფეხქვეშ გაეთელათ თავისუფლება, დემოკრატია, სიმშვიდე“ , – განაცხადა კახი კალაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*