შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, თბილისში ახალი სასაწყობე შენობა – ანგარი გახსნა.

შენობა 981 კვ.მ ფართზეა განთავსებული. იგი სრულად აკმაყოფილებს ტვირთის მიღებისა და დასაწყობების თანამედროვე სტანდარტებს.

მერაბ მალანიამ და ზვიად ქაწაშვილმა თბილისის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის სახანძრო სამსახურის მიერ საჩუქრად გამოგზავნილი სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა გადასცეს. მეხანძრე–მაშველებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე, ყოველდღიური ახალი სამუშაო ფორმები დაურიგდათ.
გასულ წელს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სასაწყობე შენობა ქუთაისშიც გახსნა, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებულ ყველა დანაყოფს ამარაგებს.

(Visited 59 times, 1 visits today)

კომენტარები