„ვფიქრობ უნდა ავიღოთ მაგალითები განვითარებული ქვეყნებისგან, სადაც არის საპარლამენტო მმართველობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ თუ ხალხის მიერ მოხდება პრეზიდენტის არჩევა, ამაში ტრაგედიას ან პრობლემას ვერ ვხედავ“. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ, „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

„ხშირად ვისმენთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს უმრავლესობა და ეს არის პრობლემა, რეალურად ეს პრობლემა არაა, ეს არის ხალხის ნება. არჩევნების გზით, ჩვენი ქვეყნის მოსახლებამ ასე მოისურვა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. დღეს ასევე გვეუბნებიან, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყანაში დამბალანსებელი უნდა იყოს. ვთქვათ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტი იყოს პირდაპირი წესით არჩეული. რა თქმა უნდა „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს. იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს და ამის ალბათობა ძალიან მაღალია, მაშინ არ მესმის დაბალანსების თემა, როგორ უნდა იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის“.

კახი კალაძემ „რუსთავი 2“–ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და ხელისუფლების პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული საქმე არის მხოლოდ ორ კერძო სუბიექტს შორის დავა.

„ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის. ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რა არის სწორი. როგორც ასეთი ტელევიზია „რუსთავი 2“ ყოველთვის იყო, არის და იქნება. ნებისმიერ ქევყანაშია მედიის მხრივ ხარვეზები და ჩვენ ვიმუშავებთ რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს. ჩვენთვის მთავარია როგორც სიტყვის თავისუფლების, ასევე საკუთრების უფლების დაცვა. ვალდებული ვართ სტრასბურგის სასამართლოს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია“.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*