საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და პარტიული ბლოკების გაუქმების აუცილებლობაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„ბარიერის საფუძველზე რომ მცირე პარტიების გამორიცხვა ხდება, მნიშვნელოვანია. პოლიტიკის სუბიექტი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტია, და არა ბლოკი. ეს უზრუნველყოფილია კანონმდებლობითაც. მთელი ამ წლების განმავლობაში ეს ინსტიტუტი ხელს უშლიდა პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას. ამ გზით ვერასდროს მივიღებთ ძლიერ პარტიებს

ნებისმიერი საარჩევნო სისტემისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს პოლიტიკური პლურალიზმი და  სტაბილურობა. მთავარია მათ შორის იყოს სწორი ბალანსი და ჩვენს მიერ შეთავაზებული სისტემა ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტია. დღევანდელ სურათს ცვლის რადიკალურად, შინაარსობრივად და არითმეტიკულადაც“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*