„დღეს თუ ხარჯავენ 30-დან 50 ლარამდე იმ 4 ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, რომელსაც ყოველდღიურად იღებენ, დახარჯავენ 1 ან 2 ლარს“. ჯანდაცვის რეფორმის დეტალებზე, საყოველთაო დაზღვევის პაკეტის ფლობის ახალ რეგულაციებზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„პრაქტიკულად სიმბოლურ ფასად მიიღებენ იმ 30-მდე მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება 4 ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებისას. ეს ეხება 700 ათას ადამიანს.

თითქოს საავადმყოფოები არიან ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში და პრობლემებია ხელფასების გაცემის, არის აბსოლუტური ტყუილი, ან საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში.ბოლო 4 წლის განმავლობაში რომ თანხების ინვესტირება მოხდა ჯანდაცვაში, 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

საყოველთაობის პრინციპს არანაირი ტრანსფორმაცია არ განუცდია. აქამდე წყალგამყოფი იყო კერძო დაზღვევის ფლობა ან არ ფლობა. უკვე ეს აღარ არის კრიტერიუმი თუ ვის ეკუთვნის სახელმწიფო დაზღვევა. არანაირი სხვა ფენების ხარჯზე არ ხდება ე.წ. ღარიბების დაფინანსება. უბრალოდ არ ემატებათ მედიკამენტები და ეს იზღუდება იმ 100 ათასი ადამიანისთვის, რომელთაც აქვთ კერძო დაზღვევა“ , – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 115 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*