„საპარლამენტო რესპუბლიკაში უპირატესობა უნდა მიეცეს პრეზიდენტის ირიბ არჩევნებს. ასეთი პრეზიდენტი უკვე აღარ იქნება დავალებული რომელიმე ერთი კონკრეტული პარტიისგან. ამ ტიპის არჩევნები არ უნდა გაიმართოს მომდევნო წელს“. პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის წესზე, საკონსტიტუციო სამართლის პროფესორმა ვახტანგ ხმალაძემ, „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„შესაძლებელია, რომ პრეზიდენტი აირჩიოს კოლეგიამ, რომელშიც პარლამენტის წევრების გარდა ტერიტორიული წარმომადგელობითი ორგანოებიდან იქნებიან. სულ იქნება 300 კაციანი კოლეგია და დაცული იქნება პროპორცია. მაღალი ალბათობით, ისეთი პირის არჩევა გახდება შესაძლებელი, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღებია არამხოლოდ იმ პარტიისთვის, რომელსაც ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს ამ სააარჩევნო კოლეგიაში, არამედ სხვებისთვისაც.თუ გადავედით პროპორციული არჩევნების სისტემაზე, გამორიცხული იქნება, რომ 2/3–ზე მეტი უმრავლესობა ჰქონდეს რომელიმე პარტიას. ამიტომ ერთი საარჩევნო წლის გამოტოვებით უნდა გამოვიყენოთ ეს წესი.

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ურთიერთქმედებაზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია პარლამენტის არჩევის წესი. ეს განსაზღვრავს პარლამენტის და მთავრობის ურთიერთობებს. პარლამენტის პროპორციული წესით არჩევა არ იქნება საკმარისი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მანდატების განაწილების წესზე. სუბიექტმა მიღებული ხმების პროპორციულად უნდა მიიღოს მანდატები. მმართველ პარტიას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, უნდოდა მთლიანად მაჟორიტარული, ხოლო ოპოზიციას მთლიანად პროპორციული სისტემა. საბოლოოდ ეს შერეული სისტემა ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლია.

საკმაოდ მაღალია შანსია იმისა, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე ითქვას უარი, მაგრამ ამის შემდეგ დგება პრობლემები, როგორ განაწილდება მანდატები. მმართველი პარტიის შემოთავაზებული ვარიანტით იქნება 5 %–იანი საარჩევნო ზღვარი, არ იქნება საარჩევნო ბლოკები და მანდატების განაწილების წესი შენარჩუნდება, დაკარგული მანდატები გადაეცემა პირველ ადგილზე გასულ პარტიას.  ეს მოგვცემს არასამართლიან შედეგს. ე.წ დაკარგული ხმები, ის ხმები რომლებიც მიიღეს ზღვარგადაულახავმა პარტიებმა, იქნება ძალიან დიდი“ , – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 67 times, 1 visits today)

კომენტარები