16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
16 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

„რისკი ყოველთვის არსებობს და გამოწვევებს რომ ვხედავთ, ამიტომაც დავიწყეთ მასშტაბური კამპანია. არავის უნდა ჰქონდეს საფუძველი თქვას, რომ არ ვიცოდი და წავედი სამუშაოდ“. ამის შესახებ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „იმედის დროს“ ეთერში ისაუბრა.

„ხელისუფლების მიზანია, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია მოქალაქეებს. კამპანია უკვე ფართო მასშტაბებს იღებს. იქნება სატელევიზიო კლიპები, რეკლამები იქნება განთავსებული ტრანსპორტში, გამოვიყენებთ რეგიონალურ ვიზიტებს. მე პირადადაც ვიქნები ჩართული. ნურავის ექნება იმის ილუზია,რომ მხოლოდ ამით შემოიფარგლება ყველაფერი. თუ მოქალაქეებმა არ  გაითვალისწინეს რჩევები, ძალიან გაგვიჭირდება.

ძირითადად არის სამი რისკ ფაქტორი.პირველი არის თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდა. მეორე არის ვადა,რომ მოქალაქეს შეუძლია 90 დღე იყოს 180 დღის ფარგლებში. მესამე არის კრიმინალი, თუ მათ ექნება პრობლემა სამართლებრივ საკითხებში, მოხდება ექსტრადიცია. ეს ბევრი შრომის და კომპეტენტური თანამშრომლობის ფასად მოვიპოვეთ,როგორც ახლანდელმა, ასევე წინა ხელისუფლებამ,” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*