Spilow” ახალი ქართული ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც მხოლოდ ბავშვის ტანსაცმელს ქმნის. ბრენდი სულ რაღაც ერთი წლის წინ შეიქმნა, თუმცა დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც. ბრენდი „სპილოუ“ სამმა მეგობარმა ტასო ჯაფარიძემ, მარინკა ღარიბაშვილმა და სოფო ჩხაიძემ შექმნეს და შექმნის დღიდან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ტანსაცმელს, რომელიც მხოლოდ ნატურალური ქსოვილისგან იკერება. ქართულმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაიწყო თანამშრომლობა ლონდონში არსებულ მაღაზია „Igloo-სთან“ და საკუთარი ბრენდი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაიტნა. ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი  ტასო ჯაფარიძე „თბილისი თაიმსთან“  „სპილოუს“ შექმნაზე, წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როდის შეიქმა ქართული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „სპილოუ“?

– დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ საქმიანობა მე და ჩემმა მეგობრებმა. თავდაპირველად შევკერეთ რამდენიმე საცდელი ტანსაცმელი და დავდეთ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე.  საოცარია, მაგრამ თავიდანვე დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა.სწორედ ამიტომ,  გადავწყვიტეთ  ეს წამოწყება უკვე ბიზნესად გვექცია და დაგვეწყო საბავშვო ტანსაცმელების შეკერვა მომხმარებლისთვის. დღეს ჩვენ სხვადასხვა სამკერვალოში ვკერავთ ტანსაცმელს,  ჩვენი მოფიქრებული და შექმნილი დიზაინით.

ძირითდად რა მასალას იყენებთ ტანსაცლის შესაქმნელად?

– ვკერავთ მხოლოდ ბუნებრივი ნაჭრებისგან და ამავე დროს, ვცდილობთ, რომ „spilow-ს“ ტანსაცმელი იყოს მხიარული და ფერადი. გარდა მხიარული ფერებისა, ჩვენ ვზრუნავთ რომ ბავშვებმა ჩვენს ტანსაცმელში თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ და ხელი არ შეეშაოთ თამაშსა და სხვადასხვა აქტივობაში. ძირითდად გამოიყენება ბამბა, გვაქვს აბრეშუმი და სხვასახვა ქსოვილი გასაფორმებლად, თუმცა ძირითადად მაინც ბამბისგან იკერება ჩვენი ტანსაცმელი.

როგორც ცნობილია, „სპილოუ“ დიდი ბრიტანეთის დედაქალქში გადის ექსპორტზე,მკითხველს რომ უამბოთ, როგორ დაიწყო თანამშრობლობა?

– ჩვენი ერთ-ერთი დამფუძლებელი ცხოვრობს ლონდონში და იქ არის საბავშვო მაღაზია „Igloo”, რამდენიმე თვის წინ მისი დახმარებით გავაგზავნეთ რამდენიმე საცდელი ვარიანტი, მცირე კოლექცია. როგორც ჩანს, მოწონება დაიმსახურა, რადგან კიდევ შეგვიკვეთეს მორიგი კოლექციის გაგზავნა. მათთვის დავამზადეთ საკარნავალო ფორმები წიგნის  დღისათვის. წიგნის დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნება და ამ დღით ბავშვები სკოლაში წიგნის გმირების ფორმებში გამოწყობილები მიდიან.

რა ასაკის მომხმარებელზე გათვლილი „სპილოუს“ ტანსაცმელი?

– „სპილოუს“ ტანსაცმელი ერთიდან თორმეტ წლამდე ბავშვებზეა გათვლილი.  ტანსაცმლის შექმნა მხოლოდ ბავშვებისთვის დავიწყეთ და დღესაც ასე ვაგრძელებთ. მართალია ძალიან ხშირად გვთხოვენ  უფროსებისთვისაც შევკეროთ ტანსაცმელი. თუმცა, ვაპირებთ, რომ ჩვენ მხოლოდ ბავშვის ტანსაცმელი შევქმნათ.

როგორია ფასები და რამდენად მაღალია კონკურენცია?

– ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. ყველას შეუძლია მათი შეძენა. ეს არაა გათვლილი კონკრეტულ სეგმენტზე.  გვაქვს საბავშვო ტანსაცმელი,რომელის ფასები  15-20 ლარიდან  იწყება. კებების ფასი დაახლოებით 40-50 ლარია, ქვედაბოლები 30-45  ლარამდე. სხვა მაღაზიებთან შედარებით, ჩვენი ბრენდის ტანსაცმელი, გაცილებით იაფია და ამავე დროს ხარისხიანი. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.განსაკუთრებით ის მოსწონთ, რომ ეს ყველაფერი საქართველოში იქმნება. ქართულია და ხარისხიანი. ამიტომ სიამოვნებით ყიდულობენ.

სად შეიძლება თქვენი ბრენდის შეძენა?

– ჯერჯერობით ჩვენი საკუთრი მაღაზია არ გვაქვს. თუმცა „სპილოუს“ შეძენა შესაძლებელია რამდენიმე მაღზიაში. ერთ-ერთი მათგანია „მფრინავი მღებავი“, რომელიც „ფაბრიკაში“ მდებარეობს და მაღაზია „ქაოსში“.

რა იყო საწყისი კაპიტალი, რაც დაგეხმარათ იდეის ბიზნესად ქცევაში?

– არანაირი კავშირი არ გვქონდა არც ერთ ჩვენგანს ტანსაცმლის დიზაინთან. უბრალოდ სამივეს გვყავს შვილები და ვინაიდან მარტივად ვერ ნახავ კარგი ხარისხის  ტანსაცმელს, რომელიც ამავე დროს იქნება ხელმისაწვდომ ფასად. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ჩვენ თავად მოგვესინჯა ასეთი ტანსაცმლის შექმნა.  თავდაპირველად ბიზნესი ჩვენი ხელფასებიდან დავიწყეთ და ნელ-ნელა გავაფართოვეთ. გაყიდვებიდან შემოსულ ფულს უკან ვაბრუნებდით და ასე გაიზარდა ტანსაცმლის რაოდენობაც და დიზაინიც.

როგორია „სპილოუ“ სამომავლო გეგმები?

– ვგეგმავთ, რომ თავად შევქმნათ ჩვენი სამკერვალო და გავაკეთოთ საკუთრი მაღაზია, სადაც ჩვენი ბრენდი გაიყიდება. ჯერჯერობით, ყველაფერს ჩვენ ვქმნით, თუმცა მომავალში ვაპირებთ ასევე დიზაინერის აყვანას.

მარიამ ლეკიაშვილი

 

(Visited 269 times, 1 visits today)

კომენტარები