ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში სამინისტროს მიერ შემუშავდა ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პროექტი, რომელიც წარდგენილია პარლამენტში განსახილველად და მისი ძალაში შესვლა იგეგმება 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

მომდევნო ეტაპზე სამინისტრო გეგმავს ინტეგრირებული სანებართვო სისტემის დანერგვას. ამ მიზნით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სამინისტროში ე.წ დაძმობილების (Twinning) პროექტი – ,,სამრეწველო დაბინძურებისა და რისკების სამინისტროს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება” მიმდინარეობს. პროექტის პარტნიორ მხარეს ესპანეთის, ნიდერლანდების სამეფოს და ჩეხეთის კონსორციუმი წარმოადგენს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ევროკავშირის დელეგაციისა და პროექტის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ბენეფიციარ და პარტნიორ მხარეებს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაზე იმსჯელეს.

პროექტის მიზანია დახმარება გაუწიოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სამართლებრივი, ინსტიტუციური, ადმინისტრაციული და პროცედურული ჩარჩოს შემუშავების გზით დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის ინტეგრირებული სისტემის დანერგვაში.

სამუშაო შეხვედრას პროექტის თითოეული კომპონენტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს თანამშრომლები, ევროკავშირის დელეგაციის, პროექტის პარტნიორი ქვეყნების და ევროკავშირის პროგრამების ადმინისტრირების სამასახურის (PAO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები