ფრანგი ქალები მოხდენილები არიან დიეტების გარეშე, თავდაჯერებულები და მიმზიდველები – ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ისინი არჩევენ ხარისხს და არა რაოდენობას. გაზაფხული – შესანიშნავი მიზეზია, შეცვალოთ ცხოვრება, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სტილთან და დაიწყოთ ცხოვრება და სიყვარული ისე, როგორც ამას ნამდვილი ფრანგი ქალები აკეთებენ.

მოაწყვეთ წვეულება

ფრანგ ქალებს უყვართ წვეულებების მოწყობა. მიიწვიეთ ძველი და ახალი მეგობრები, გააოცეთ კულინარიული შედევრებით და მოაწყვეთ დაუვიწყარი გასართობი პროგრამა. ეს გახლავთ საუკეთესო საშუალება, წარმოაჩინოთ თავი და გაიცნოთ ახალი ადამიანები.

იყავით ქალური სამსახურშიც კი

არავითარი მკაცრი საქმიანი კოსტიუმები: ნებისმიერი დრეს-კოდის მორგება შეიძლება საკუთარ თავზე და ამასთან, ქალურობის შენარჩუნება.

შეინარჩუნეთ ყოფილებთან კარგი ურთიერთობები

არასოდეს დაწვათ ხიდები. დაასრულეთ ურთიერთობები ცივილურად. არასოდეს იცით, რაში შეიძლება დაგჭირდეთ დახმარება ან მეგობრული მხარდაჭერა.

იყავით ცოტათი ჭირვეული

თქვენ ქალი ხართ, ის – მამაკაცი. თქვენ ემოციური ხართ. ეს განა პრობლემაა? ცხოვრება უფრო მხიარულია, როდესაც ზედმეტად ნორმალურობას არ ცდილობ.

გაიღიმეთ მაშინაც კი, როდესაც მოწყენილი ხართ

გაბრაზებული და მოწყენილი სახე მიმზიდველი არ არის და ცხოვრებას არ აუმჯობესებს. მამაკაცებს მოსწონთ გოგონები, რომლებიც იღიმიან. ამასთან, თქვენ თავადაც უკეთ იგრძნობთ თავს.

იგრძენით თავი მომხიბვლელად

ფრანგი ქალები ნებისმიერ სიტუაციაში ლამაზად გამოიყურებიან და ამას მამაკაცების გამო კი არა, საკუთარი თავის გამო აკეთებენ – მთავარი ისაა, თუ როგორ გრძნობ საკუთარ კანში თავს.

ნუ გეშინიათ მამაკაცების

კიდევ ერთი წესი, რომელსაც ფრანგი ქალები ბავშვობიდან სწავლობენ: თუ სკოლაში ვინმე ბიჭუნა აბრაზებთ, არ მიმართავენ მშობლებს ან მასწავლებლებს, თავადვე იცავენ თავს. მამაკაცები კი ბავშვობიდან ხვდებიან, რომ ქალებს აქვთ ბრჭყალები, კბილები და ძლიერი ხელებიც კი, საკუთარი თავის დასაცავად.

იყავით სექსუალური, მაგრამ არა ვულგარული

ფრანგ ქალებს მოსწონთ სექსუალურობა – ეს გახლავთ ესთეტიკისა და სილამაზის გამოხატულება. მაგრამ არ შეიძლება იყო ზედმეტად გამომწვევი: უნდა აღძრა მადა და არა მყისიერად მიართვა დესერტი.

თავი დაანებეთ ლოდინს

ფრანგი ქალები არ ეძებენ პრინცებს. რა თქმა უნდა, მათ სურთ ღირსეულ მამაკაცთან შეხვედრა,

მაგრამ მათ იციან მეგობრობით დატკბობა, მათ შორის, მეგობრობით პატარა ფლირტითა და რომანებით და არაფერს გეგმავენ წინასწარ.

გააღვიძეთ თქვენში ვნება

დატკბით საჭმლით, სასმელებით, კოცნებითა და სექსით. არასოდეს დასაჯოთ საკუთარი თავი ან არ აიძულოთ რამე.

ფრანგები სიამოვნების პრინციპით ცხოვრობენ: თუ რაიმეს აკეთებთ და ეს სიამოვნებას განიჭებთ, ამისგან აუცილებლად დადებით ეფექტს მიიღებთ.

წყარო: marao.ge

(Visited 438 times, 1 visits today)

კომენტარები