„სამწუხაროდ პრეზიდენტი ისევ ვეტოს გზას დაადგა. ვეტოს გამოყენების სიხშირე სამწუხაროა.პრეზიდენტს გააჩნია ამის დისკრეცია და უფლებას იყენებს, ხოლო პარლამენტს აქვს უფლება, რომ შექმნას ეს კანონი“. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ მოტივირებულ შენიშვნებს გავეცნობით, სახელმწიფოებრივად უნდა ვაზროვნებდეთ და გვესმოდეს, რომ საკითხი ეხება უსაფრთხოებას. ამ კანონპროექტით სახელმწიფოს აქვე მექანიზმი, დაიცვას ადამიანის პირადი უფლებები და ასევე საზოგადოების უფლებები. ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ და ვერ შევქმნით სისტემას,რომლის ანალოგიც არსად არ არის. სტრუქტურა დალაგებულია ზუსტად ისე, როგორც ამაზე საქმის კარგად მცოდნეები შეთანხმდნენ. თითქოს ხარჯებს დააკლდება ის ვარიანტი რომ მივიღოთ, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია გვთავაზობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულებულია ისე,რომ სააგენტოს უფლებამოსილებაში შედის ე.წ ფარული მიყურადება და არა სუს–ის, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი სტრუქტურა არის სუს–ის დაქვემდებარებაში, მას დამოუკიდბლობის განსაკუთრებული ხარისხი აქვს. ამით ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

ოპოზიცია რაღაც უცნაურ დოკუმენტებს აფრიალებს. თითქოს საზოგადოებასუნდა დაანახონ,რომ საიდანღაც ვიღაც იმართება. ჩვენ გვყავს სამწუხარო ოპოზიცია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი მიზნები გააჩნია,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*