„როდესაც ზვიად ნაზღაიძემ ეს ქონება შეიძინა საქართველოს ბანკისგან, ხელშეკრულების ღირებულება იყო 24 ათას ლარამდე, თუმცა თბილისის მერიამ თითქოს სტიქიის დაზარალებულს კომპენსაციის სახით 971 ათასი ლარი გადაუხადა“. მოსამართლე ნაზღაიძის ძმის საქმეზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა, სულხან სალაძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„ზვიად ნაზღაიძემ შეიძინა ქონება და თვითმმართველობამ გაცილებით მაღალ ფასად ჩამოართვა. ნაზღაიძემ როდესაც ქონება დაირეგისტრირა, დოკუმენტი თბილისის მერიას 5 დეკემბერს წარუდგინა, მეორე დღესვე, 6 დეკემბერს მოხდა ქონების ჩამორთმევა.

თუკი პროკურატურას მართლაც სურს, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული და შესწავლილი, მიუხედავად იმისა, კონკრეტული დამნაშავეები გამოვლინდებიან თუ არა ამ პროცესში, ეს უფრო მნიშვნელოვანია ბენებრივია, რეალური საჭიროება და ობიექტური მზაობა, ვიდრე ის, რომ ისინი დაკავებულები არიან ინფორმაციის შეგროვებით.ჩვენს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციაც არის საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის.

ხელშეკრულებაში შავით თეთრზე ჩაიწერა, რომ ოფციის მოქმედება ვრცელდებოდა 2014 წლის პირველ ივლისამდე. როდესაც დადგა პირველი ივლისი და ნაზღაიძემ არ გამოიყენა ან ვერ გამოიყენა ოფციის უფლება, ამის შემდეგ რა მემორანდუმი გაფორმდა, რა მიმოწერა ჰქონდა ბანკსა და ნაზღაიძეს ან ჩოხელს ამას სამართლებრივი თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ , – განაცხადა სულხან სალაძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 23 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*