ისლამური სამყაროს ცნობილი სწავლული, ირანის დედაქალ თეირანის პირველი სასულიერო იერარქი, იმამ ჯუმა აიათოლა ქაზიმ სიდდიგი მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით ქალაქ თბილისში (17-20 მარტს) სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

სტუმარმა მონაწილეობა მიიღო მარნეულში წმინდა ფატიმას ქვეყნად მოვლენისადმი მიძრვნილ ღონისძიებაში და ქალაქ თბილისში სამეცნიერო კონფერენციაზე  ჯანსაღი ოჯახი, ჯანსაღი საზოგადოება“.  მოინახულა საქართველოს ისტორიულ-რელიგიურ საკულტო ნაგებობები და ცენტრები, შეხვდა სასულიერო პირებსა და ლიდერებს. აგრეთვე  ოფიციალური მიღება გაიმართა  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელსა და სხვა ოფიციალურ პირებთან.

იმამ ჯუმა აიათოლა ქაზიმ სიდდიგი მუსლიმთა სამმართველოს შეიხთან, მუფთთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელთან და ირანის ისლამური რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან ერთად ქალაქ მარნეულში იმყოფებოდა. ცენტრალური და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს საქართველოში არსებული ტოლერანტული გარემო, სხვადასხვა  რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების საუკუნოვანი ძმური თანაცხოვრების ისტორია და კულტურა. ისაუბრეს მარნეულში არსებულ რელიგიურ და ეთნიკურ ურთიერთობებზე. ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველოში და, მათ შორის, მრავალეთნიკურ მარნეულში, მუსლიმი, ქრისტიანი და სხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებს მშვიდობიანი, კეთილგანწყობილი ურთიერთობის ტრადიცია აქვთ და მას ღირსეულად განაგრძობენ.

„რელიგიის სფეროში სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა დასტურია იმისა, თუ რას ნიშნავს რელიგიათა შორის დიალოგიქრისტიანთა და მუსლიმთა შორის მშვიდობიანი თანაარსებობა, რაც ესოდენ საამაყოა საქართველოსათვის, მაგრამ საშურია მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოსათვის. ჩვენი ქვეყანა  განაგრძობს პოლიტიკას რელიგიათა შორის არსებული დიალოგის ხელშეწყობისათვის, რათა საქართველოში რელიგიურ თემებს შორის არსებული ტოლერანტული დამოკიდებულებები კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაგრძელდეს მომავალშიც,“-ზაზა ვაშაყმაძე.

მარნეულში ვიზიტის დროს აიათოლასა და მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებს საქართველოს საპატრიარქოს მარნეულის ეპარქიის ხელმძღვანელმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) უმასპინძლა. „ამგვარი შეხვედრები კიდევ უფრო განამტკიცებს მჭიდრო რელიგიურ და ეთნიკურ კავშირს,“- ასე შეაფასა ვიზიტი მეუფე გიორგიმ, ხოლო აიათოლა სიდდიგიმ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს გულთბილი დახვედრისათვის და აღნიშნა, რომ ის აღფრთოვანებულია საქართველოში არსებული სტუმართმოყვარეობით. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ისლამის რელიგიის მიმართ დიდი ყურადღებაა გამოჩენილი სახელმწიფოს მხრიდან და ისლამის მიმდევრები თავისუფლად აღავლენენ ღვთისმსახურებებს და იკმაყოფილებენ რელიგიურ მოთხოვნილებებს.

საქართველოში ვიზიტის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თეირანის სულიერ  ლიდერი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საპატრიარქოში მიიღო. შეხვედრა  მეგობრულ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა ირანის რესპუბლიკასა და საქართველოს ეკლესიას შორის არსებული კავშირების განმტკიცებას.

უწმინდესმა ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სარწმუნოებრივი თუ მსოფლმხედველობრივი განსხავავებულობისა, საქართველო ყოველთვის იყო მშვიდობისმყოფელი სავანე აქ მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანისათვის, მუსლიმი თემი კი მრავალეროვანი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ერთნაირად ვესწრაფვით მშვიდობიან თანაცხოვრებას. ეს ურთიერთობა და პატივისცემა კი ჩვენი წარსულიდან, თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ოჯახიდან მოდის. მუსლიმანები საქართველოში თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ, ყველა პირობა აქვთ, რომ ღირსეულად წარმართონ თავიანთი რელიგიური საქმიანობამ,“-ილია მეორე.

კათოლიკოს-პატრიარქმა ისურვა, რომ ირანში მცხოვრებ ქრისტიანებსაც ჰქონდეთ მართლმადიდებლურ ტაძარში ლოცვის შესაძლებლობა. აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი მეჩეთია, ირანში კი ერთი მართლმადიდებელი ტაძარი არ არის, არის რუსული, სომხური, მაგრამ არ არის ქართული.

აიათოლა ქაზიმ სიდდიგმა  ისაუბრა მსოფლიოსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ ტერორიზმს, სიძულვილსა და ომს არავითარი კავშირი არ აქვს რელიგიასთან და ამას მართლმადიდებლებიცა და მუსლიმანებიც ერთნაირად მიუღებლად მიიჩნევენ.

ამასთან ერთად, სტუმარმა განსაკუთრებული სითბოთი ისაუბრა მართლმადიდებლების შესახებ, აღნიშნა, რომ მათი სწავლებით ქრისტიანები გულღია, სიყვარულით სავსე ხალხია, რომელთა მიმართაც მუსლიმები ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ.

შეხვედრის დასასრულს, აიათოლამ მადლობა მოახსენა მასპინძლებს გულთბილი დახვედრისათვის და იმ ტოლერანტული გარემოს შექმნისათვის, რომელიც მან საქართველოში იხილა.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

(Visited 119 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*