„ადრე თქმულა, რომ ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ რატომ გვჭირდება ამ შემთხვევაში ძალის გამოყენება, როდესაც ჩვენ შეგვიძლია რეალურად მივიღოთ კარგი კანონები დისკუსიის შედეგად“. პრეზიდენტის მიერ ე.წ მოსმენების კანონპროექტზე ვეტოს დადების შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„უნდა გავითვალისწინოთ ვეტოების ისტორიაც, რომელიც დაგროვდა. კარგად დავფიქრდეთ ამ ვეტოების შინაარსზე და არ ვისაუბროთ მხოლოდ ძალის გამოყენებაზე. პრეზიდენტმა ვეტო ზუსტად ამ კანონს ჯერ კიდევ 2014 წელს დაადო და მაშინაც ასეთივე ემოციებით გაიძახოდნენ,რომ ვეტო დაიძლეოდა. გასაგებია საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, გასაგებია, რომ 76 ხმას ადრე კოალიციურად აგროვებდა და ახლა მარტო შეუძლია ამის მოგროვება.

არ ვფიქრობთ,რომ ყოველთვის ჩვენ ვართ მართლები უმრავლესობის პოზიციის მსგავსად. იქნებ ჩვენ ვცდებით, გვითხარით. შევაჯეროთ და მივიღოთ უკეთესი კანონი.როგორ დამთავრდა წინა ხელისუფლების მონოპოლია, ვნახეთ. ეს ხელისუფლება მსგავსი ტიპის განცხადებებით, აქეთ მიდის. არც ეროვნული ბანკის კანონის ვეტო არ მოსწონდათ და მაშინაც გამძაფრდა ურთიერთობა პარლამენტთან, ამიტომ მნიშვნელოვანია ხალხის ინტერესი და არა მოწონება არმოწონება.

ათდღიანი ვადის ბოლომდე გამოყენება მოხდა იმიტომ,რომ იყო შეთავაზება და კონსულტაციები სხვადასხვა ჯგუფებთან. ამ კონსულტაციებზე ყველა საპარლამენტო პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა მოსვლა, გარდა „ქართული ოცნებისა“. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა შეხვედრები კანონის ყველა ადრესატთან. თუმცა, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა შეხვედრა უმრავლესობის წარმომადგენლებთან“ , – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*