გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება.  სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში აღინიშნა წვიმა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში თოვლი.

მათი ცნობით, ქროდა დასავლეთის მიმართულების ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერი ქარი.

”მეტეროლოგიური სადგურებიდან შემოსული ინფორმაციის მონაცემებით, დაფიქსირდა ქარის სიჩქარის შემდეგი მნიშვნელობები: გორში 28მ/წმ, თბილისის ვაშიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემით – 24 მ/წმ, თბილისის აეროპორტის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა – 32 მ/წმ, რაც არსებული კლასიფიკაციით, გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება. მარნეულში – 19 მ/წმ.; ქობულეთში – 19 მ/წმ,; მთა-საბუეთზე – 23 მ/წმ. დღეს, დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17 – 22 მ/წმ – ში იქნება”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მათი ცნობით, 22 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

(Visited 86 times, 1 visits today)

კომენტარები