1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს სახალხო დღესასწაული „ნოვრუზ ბაირამი“ მარნეულიდან მიულოცა.

პრემიერმა მოსახლეობას მარნეულის ცენტრში მიმართა და გაზაფხულის დღესასწაული მიულოცა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღევანდელ ზეიმში ყველა ერთად ერთ დიდ ოჯახად ერთიანდება.

„ჩვენ ერთად, ერთ ოჯახში, ერთად ვაშენებდით ძლიერ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს და გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს ჭირსა და ლხინში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი თაობები ხელიხელჩაკიდებულები ააშენებენ ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთეს მომავალს. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ გვყავს ასეთი სიმდიდრე – ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეები არის ჩვენი სიმდიდრე. მე ასევე მიხარია, რომ თვენ ინარჩუნებთ მჭიდრო კავშირს აზერბაიჯანთან, ჩვენს მეგობარ მოძმე ქვეყანასთან. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ დღეს გვყავს ისეთი ახალგაზრდობა, რომლითაც ჩვენ დღეს ყველანი ვამაყობთ. შარშან ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე მე შევხვდი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს და ამაყი დავრჩი ამ შეხვედრით, როდესაც დავინახე ისეთი ადამიანები, რომლებიც აშენებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალს. ჩვეენ ერთად უნდა ვიშრომოთ, გვერდში დგომით უნდა ავაშენო ისეთი ქვეყანა, სადაც ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილთაშვილები უკეთესად იცხოვრებენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ. ვულოცავ თქვენს ოჯახებს. დღევანდელ ზეიმში ჩვენ ვერთიანდებით ერთ დიდ ოჯახად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ასევე სცენიდან მიულოცა მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

(Visited 67 times, 1 visits today)

კომენტარები