16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
17 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
17 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

„ყველა თანხმდება, რომ ეს კანონი და რეგულაცია არის მისაღები, მაგრამ როგორ? ნესბისმიერ კანონს ისე მოირგებ, როგორც გაგიხარდება“. ე.წ მოსმენების კანონპროექტზე, ასისტენტ-პროფესორმა გიორგი მიქანაძემ ტელეკომპანია „იბერიაზე“, გადაცემა „პრიორიტეტის“ ეთერში ისაუბრა.

„თემა ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანია. არ მინდა არავინ არანაირი მიზეზით მომისმინოს. თუმცა, დღეს მსოფლიო იცნობს ჯულიან ნასენჟის, ედვარდ სნოუდენის მოვლენას, მათ აჩვენეს თუ როგორ მუშაობს ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურები.

გამოწვევა არის სერიოზული. გეზი ევროინტეგრაციისკენ გვაქვს აღებული, გასათვალისწინებელია სამეზობლო პოლიტიკა, შიდა პრობლემები, კონფლიქტის ზონებიც.  ფაქტია, რომ ნესბისმიერი სახელმწიფო დგას ამ გამოწვევის წინაშე.

მთავარი არის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. საბოლოოდ მათ მართავს ადამიანი. ცალკე გამოყოფით ვქმნით ახალ ბიუროკრატიულ მექანიზმებს, ახალ პრობლემებს. პრემიერი და პრეზიდენტი ერთმანეთს კონკურენტებად უყურებდნენ, არ არის ნორმალური.  ტექნიკური თვალსაზრისით ისე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ მექანიზმის განხორციელება, რომ ტექნიკურად ვერ შეძლოს ვერავინ მიყურადების არამიზნობრივად განხორციელება.

კონსტიტუციის მუხლებს იშველიებენ ხშირად. კონსტიტუციის მუხლებში პირდაპირ წერია, რომ მოსმენა არ შეიძლება თუმცა იქ არის მითითებული  – თუ ეს სასამართლომ არ გადაწყვიტა და არ დადგა ამის საჭიროება. შესაბამისად, კონსტიტუციის მე -16 და მე- 20 მუხლების მოყვანა, რომ ეწინაარმდეგება ლოგიკაში ვერ ჯდება, თუ მას არ მივცემთ ინტეპრეტაციას “ – განაცხადა გიორგი მიქანაძემ ტელეკომპანია იბერიას ეთერში.

იხილეთ ვიდეო

მანანა ღოღობერიძე

(Visited 170 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*