„ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით და ვიყავით ფრთხილად, მეც და ჩემი შვილიც. ჩემი დაკავებაც იგეგმებოდა პირადი ცხოვრების ამსახველ ფირთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ გამოვიდა“. ამის შესახებ გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.

„დაახლოებით 2 თვით ადრე, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ საბურთალოზე, სადაც მეგობართან მიდიოდა, ელოდებოდა პოლიციის ჯგუფი და აპირებდნენ დაკავებას. მაშინ მოვაბრუნეთ გზიდან და ასე გადარჩა დაკავებას. ჩემი მისამართით მუქარები იყო და ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც „არჩევანის“ ეთერში ჩემსა და უჩა მამაცაშვილს შორის მოლაპარაკება დასრულდა საჯაროდ. 7 თებერვალს მე გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ ეტყობა უჩა მამაცაშვილთან კარგად არ მიაქვთ ამბები.
საქმეში დევს მხოლოდ 3 პოლიციელის ჩვენება, მოწმე ვერ იპოვეს, ვინც დაკავებას შეესწრებოდა. არ არის გაჩხრეკილი მანქანა, ტელეფონიც ჩემთან არის. გამოძიება არც დაინტერესებულა, რომ დეტალური ინფორმაცია ამოეღოთ.

კამპანია დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმამ, ლექსო თამაზაშვილმა, თითქოს მე ვარ ნარკომომხმარებელი. შემდეგ იყო ქეთევან ზარნაძის, ლადო სადღობელაშვილის განცხადებები ჩემი მეუღლის შესახებ. საზოგადოებაში ამისთვის განწყობა და ფონი სჭირდებოდათ“ , – განაცხადა ელისო კილაძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 44 times, 1 visits today)

კომენტარები