„მთავარი მოთხოვნა დღევანდელი ხელისუფლების, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, იყო ამ სისტემის გაუქმება და პირიქით, გადმოიღეს ეს მანკიერი პრაქტიკა და წარმატებით ასრულებენ“. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა, იურისტმა ლევან სამუშიამ, „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ეთერში ისაუბრა.

„ე.წ ჩადებები იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ამის აღნიშვნა აუცილებელია. როგორც ადვოკატი ჩემი თვალით ვხედავდი ამ სიტუაციას. ჩვენი კანონმდებლობით არსებობს ე.წ ტროიკების ინსტიტუტი, რაც წინა ხელისუფლების დროს შემოიღეს, გააუქმეს თანადამსწრის ინსტიტუტი.  მთავარია 2-3 პოლიციელი,რომელიც ატარებს ჩხრეკას, წარდგეს სასამართლოს წინაშე და ეს სასამართლო უყოყმანოდ  გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს.

ლევან სამუშია ხელისუფლებას „თეთრაძის საქმის“ მოსამართლის, გოგინაშვილის დაწინაურების გამო აკრიტიკებს.

„თქვენი ხელისუფლების პირობებში, იმ სასამართლოს რეფორმის პირობებში, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ აუცილებლად, დაწინაურებულია და თავის კოლეგებს უწევს ზედამხედველობას. ეს არის პირდაპირი მესიჯი სასამართლოს მხრიდან, რომ, თუ იქნებით მართულები, თუ იქნებით პოლიტიკურად ლოიალურები, არ არის საუბარი არაფერზე. დღეს გვყავს პოლიტიკურად მორჩილი პროკურატურა“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 52 times, 1 visits today)

კომენტარები