საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებსმართავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში, ასევე ანალიტიკური დაკვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე  სენატორ ტომ კოტონს (რესპუბლიკელი, არკანზასისშტატი) შეხვდა, სადაც  კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულპარტნიორობას და მეგობრობას. აღინიშნა, საქართველო როგორც რეგიონში დემოკრატიისწარმატებული მოდელი. შეხვედრაზე სენატორს ინფორმაცია მიეწოდა რეგიონში არსებულიუსაფრთხოების გარემოზე. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლოდროს განვითარებული პროცესების თაობაზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთისდესტრუქციული ნაბიჯები, მათ შორის რეგიონების მილიტარიზაცია, ე.წ. გადასასვლელიპუნქტების ჩაკეტვა და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი. სენატორმა კიდევერთხელ გამოხათა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობის  მიმართ.

2017 წლის 20-21 მარტს მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატებისწამყვან ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში. მათ შორის შეხვდა მარშალის ფონდისაღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დერეკ კოლეტს (Derek Chollet), აშშ-სს საერთაშორისოსწავლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის პრეზიდენტს ჯონ ჰამრს (John Hamre), ამერიკისახალი უსაფრთხოების ცენტრის დამფუძნებელს მიჩელ ფლორნოის (Michelle Flournoy) დაპრეზიდენტს რიჩარ ფონტანს (Richard Fontaine).

მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტს სტრობ ტალბოტს (Strobe Talbott), ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს სტეფენ ჰედლის(Srephen Hadley).

შევედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, ტრანსალტალნტიკური უსაფრთხოებისგარემოს, აშშ-საქართველოს თანამშრომლობას და იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ორი ქვეყნისსტრატეგიული პარტნიორობა იძლევა, რეგიონში საქართველოს როლის კიდევ უფროგასაზრდელად.

(Visited 44 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*