კოსმეტიკის მწარმოებლები რეკლამისთვის იყენებენ მტკიცებულებებს, რომლებიც ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება. აი, მაგალითად, რამდენიმე გავრცელებული მითი და რეალობა თავის მოვლასთან დაკავშირებით:

თმა უფრო უხეში და ხშირი ხდება, თუ მას საპარსით იცილებთ

მითი. სინამდვილეში, საპარსი ზეგავლენას არ ახდენს თმის სისქეზე და თმის ზრდის სისწრაფეზე.

შოკოლადი ხელს უწყობს აკნეს წარმოქმნას

მითი. შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი სხეულში გლუკოზის შემცველობას ზრდის, რაც ნეგატიურად მოქმედებს კანზე. სხვა საქმეა რამდენიმე ნატეხი შავი შოკოლადი, რომელიც არ აზიანებს კანს.

კიტრი ხსნის თვალების შეშუპებას

სიმართლე. А და Е ვიტამინების შემცველობის წყალობით, კიტრის ნიღაბი მართლაც ამცირებს თვალების შეშუპებას და ეხმარება კანის რეგენერაციაში. თანაც, მას გამაღიავებელი ეფექტიც აქვს და ეხმარება პიგმენტაციისა და შავი წრეების მოცილებაში.

თერმოდამცავი სპრეი მხოლოდ მათ სჭირდებათ, ვინც რეგულარულად იყენებს ფენს

მითი. ულტრაიისფერი სხივები მზის ქვეშ ყოფნისას ნეგატიურად მოქმედებს თმაზე, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ფენის გამოყენების დროს. ამიტომ სტილისტები გვირჩევენ, გამოვიყენოთ თერმოდამცავი სპრეი არამხოლოდ თმის დავარცხნისას, არამედ ყოველდღე, ზაფხულის პერიოდში.

შამპუნი ხშირად უნდა შევიცვალოთ, რადგან თმა მას ეჩვევა და შამპუნი აღარ იმოქმედებს

მითი. შამპუნს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს – გაასუფთაოს თმა დაჭუჭყიანებისგან, სხვა ეფექტი მას არ გააჩნია. ასე რომ, თუ შამპუნი ყველა პარამეტრით გაკმაყოფილებთ, თამამად განაგრძეთ მისი მოხმარება, ის მუდამ იმოქმედებს.

წყარო: marao.ge

(Visited 155 times, 1 visits today)

კომენტარები