დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ  მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში  სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები მიიღო. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და ამასთან საქართველოს პრობლემებზე გაამახვილა  ყურადღება.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ჩვენგან არ კონტროლდება და რომ აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა მშვიდობიანი მეთოდებით.

სტუმრებმა მწუხარება გამოთქვეს არსებული მძიმე მდგომარეობის გამო და ამასთან იმედიც, – გაყინული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრასთან დაკავშირებით. მათ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში და ხაზი გაუსვეს კათოლიკოს-პატრიარქის პიროვნების როლს როგორც საქართველოს, ისე რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით.

(Visited 77 times, 1 visits today)

კომენტარები