არაფერი აბერებს ისე, როგორც ძვირფასი სამოსი-წერდა კოკო შანელი. რაც იმას ნიშნავს, რომ სულაც არაა აუცილებელია, ერთ კაბაში მთელი ხელფასი გადაიხადო, იმისთვის რომ მოდურად და ლამაზად გამოიყურებოდე.

ვინტაჟი, სამოსი წარსულიდან, სამოსი რომელიც არ ჰგავს ყველას. ფერადი და განსხვავებულია. სწორედ ამიტომ, ის ბევრ ადამიანს იზიდავს. გრადა ამისა, მთავარი ფაქტორი რის გამოც ადამიანები მეორეულ მაღაზიებს აკითხავენ მისი დაბალი და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია. „თბილისი თაიმსი“ მოგიყვებათ რამდენად რამდენად მაღალია კონკურენცია მეორეული ტანსაცმლის მაღაზიებში და როგორია ფასები.

დღეს საქართველოში უამრავი  მეორეული მაღაზია, სადაც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს შეუძლია საკუთარი გემოვნების შესაბამისი ტანსაცმლის პოვნა. უამრავი ადამიანი სწორედ მეორეულ მაღაზიაებს აკითხავს განსხვავებული, ხარისხიანი და ამავე დროს იაფი ტანსაცმლის საყიდლად.  თუ შევიხედავთ მეორეული ტანსაცმლის მაღაზიებში ვნახავთ, რომ მიუხადავად კონკურენციისა, თითოეულ მათგანს დიდი რაოდენობით ჰყავს მომხმარებელი.

თითქმის ორი ათეული წლის  წინ  საქართველოში ჰუმანიტარული სახით შემოსული  ევროპული, მეორეული ტანსაცმელი ადგილობრივ ბაზარზე შემოსავლის ერთ-ერთ სარფიან წყაროდ იქცა და დღემდე ასე გრძელდება. ევროპული ბრენდების, ჭრელი და ხარისხიანი, მაგრამ მეორეული ტანსაცმელი ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით ვრცელდება. მით უმეტეს, რომ ტანსაცმლის ქართულ ბაზარზე ევროპული ბრენდების უამრავი მაღაზიაა.

მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, სხვადასხვა მიმზიდველი სახელწოდებით – ”ბრიტანული ბრენდები”, ”ევროპული ტანსაცმელი”, ”H&M” – მალე სოკოებივით მოედო დედაქალაქისა თუ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებს. ერთ-ერთი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მსგავსი სახის ”ჰუმანიტარული დახმარება” ჩამოდის, დიდი ბრიტანეთია.

მანანა თალაკვაძე, მეორეული მაღაზიის გამყიდველი“საქონელი ძირითადად, ევროპის ქვეყნებიდან შემოდის. ინგლისიდან შემოსული სამოსი ყველაზე ხარისხიანია. ჩვენთან ყველა ასაკის ადამიანისთვის იძენენ ტანსაცმელს: ბავშვით დაწყებული, მოხუცით დამთავრებული. განსაკუთრებით “თინეიჯერებიაქტიურობენ და ფასზე მგრძნობიარენიც არიან. მუდამ ითხოვენ, რომ სამოსი ორიგინალური იყოს. საქონელს დეზინფექცია თავისივე ქვეყანაში უკეთდება და კონტეინერებით საქართველოში ამის შემდეგ იგზავნება. ამიტომაცაა, ტანსაცმელს სპეციფიკური სუნი რომ აქვს. ჩვენ მეორედი ტანსაცმის საწყობებიდან მოგვაქვს უკვე საქართველოში შემოსული ფუთები. ამიტომ არ ვიცი რა ჯდება მისი განბაჟება. რაც შეეხება საწყობის ფასებს. აქ განსხვავებული ფასებია ხარისხის მიხედვით. კარგი ხარისხის, თითქმის ახალი ტანსაცმელი ფუთა 70-80  ლარი ღირს, შედარებით დაბალი ხარისხის ტანსაცმელი 50-60 ლარი. არის ტანსაცმელი, რომელიც ფუთა 30-40 ლარიც ღირს.”

გულო აფციაური, მეორეული მაღაზიის გამყიდველი: “ძალიან მნიშვნელოვანი და ცნობილი ბრენდები ამოდის ფუთებში. მაგალითად ლევისის ჯინსები, ზარას ტანსაცმელი  და კიდევ ბევრი ცნობილი დიზაინერის  მიერ შექმნილი სამოსი. ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს. მიუხადავად იმისა, რომ თბილისში ძალიან ბევრი „მეორადების“ მაღაზიაა და კონკურენციაც საკმაოდ დიდი, არასდროს ვუჩივი მომხმარებლების ნაკლებობას. განსაკუთრებით კარგი ხარისხის ტანსაცმელზე. ხშირად, სრულიად ახალი ტანსაცმელიც ამოდის. რა თქმა  უნდა, ბრენდულ მაღაზიებთან შედარებით ჩვენთნ ახალი ტანსაცმელიც ბევრად იაფი ღირს. სწორედ ამიტომ მოსწონთ მომხმარებლებს ტანსაცმლის ჩვენთან არჩევა. ზუსტად ისეთის პოვნა შეუძლიათ, როგორასაც ეძებენ. სწორედ დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გამოა, რომ ჩვენს მაღაზიებს ცნობილი ადამიანებიც კი სტუმრობენ. მაღალი ტანსაცმლის შეზენა 40-50 ლარით ნაკლებ ფასად შეუძლიათ. მაგალითად, ბრენდის შარვალში თუ უნდა გადაიხადონ 100 და უფრო მეტიც, ჩვენთან იმავე და შესაძლოა უკეთესი ხარისხის შეძენა 40-30 ლარადაა შესაძლებელი. თანა სრულიად უსაფრთხოა „მეორადებში“ ტანსაცმლის შეძენა. უკვე ხუთი წელია აქ ვმუშაობ და არავის უთქვამს რომ რაიმე დაემართა.“

თამარ ჯანელიძე, მეორეული მაღაზიის გამყიდველი: დღეს მეორეული ბაზარი შემოსავლის საუკეთესო წყაროა. ვინაიდან, ტანსაცმლის მიღება საკმაოდ დაბალ ფასად არის შესაძლებელი და ასევე მომხმარებელიც საკმოად ბევრია. ამიტომ  თბილისის უბანს ვერ ნახავთ, სადაც არ იყოს მეორეული მაღაზია. ფასები ხელმისაწვდომია და არჩევანის დიდი თავისუფლებაა. ეს მაღაზიები მათთვისაა, ვისაც უნდა განსხვავებულად გამოიყურებოდეს. ძირითადად ახალგაზდები აკითხავენ ჩვენს მაღაზიებს, თუმცა ყველა ასაკის მომხმარებელს შეხვდებით. ყველაზე ხშირად ტანსაცმელი დიდი ბრიტანეთიდან ჩამოდის, ყველაზე ხარისხიანიცაა და ცოტა ძვირიცაა მათი ფუტებით შეძენა. გააჩნია რას ყიდულობ და ფუთების ფასიც განსხვავებულია, შესაძლოა ფუთაში 200 ლარიც გადავიხადოთ, თუ იქ კარგი ხარისხის ტანსაცმელია.

აღმოჩნდა რომ, ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები ლარა სპენსერი, ლეონარდო დიკაბრიო, ჯულია რობერტსი უპირატესობას „Second Hand-ს“ ანიჭებენ  და ამას არც მალავენ.  მიუხადავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს რცხვენია იმის, რომ მეორეულ სამოსს მოიხმარს, უმეტესი მათგანი მაინც მეორეულ მაღაზიებში იცვამს მათ შორის არიან „სელებრითებიც“.”

დაბოლოს, ისევ კოკო შანელს  დავამთავრებ. “გახსოვდეთ, საუკეთესო ტანსაცმელი ისაა, რაც თქვენ გიხდებათ”.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

(Visited 291 times, 2 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*