ლონდონში განხორციელებულ ტერაქტს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. ოფიციალური ლონდონი სამძიმარს იღებს.

მომხდარის შესახებ მწუხარება გამოხატეს საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა. ერთ-ერთმა პირველმა ტერეზა მეის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა დაურეკა. მწუხარება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმაც, მან ტერეზა მეის მხარდაჭერა აღუთქვა.

მომხდარი დაგმო ფრანსუა ოლანდმაც, რომლის გადაწყვეტილებითაც, გარდაცვლილთა ხსოვნისადმი პატიცისცემის ნიშნად პარიზში ეიფელის კოშკი ჩააქრეს.

ანგელა მერკელმა და იაპონიის პრემიერმა შინზო აბემაც მომხდარი დაგმეს და მსოფლიოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*