საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა. ესენია: 1. შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მომხსენებელი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია;

2. საქართველო-ნატო: 2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები; 2.2. საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი, მომხსენებელი – დავით დონდუა, თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დავით რაქვიაშვილი;

3. რეფორმები თავდაცვის სამინისტროში, მომხსენებელი – ლევან იზორია, თანამომხსენებელი – ვლადიმერ ჩაჩიბაია;

4. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება – ერთიანი ეროვნული მიდგომა“, მომხსენებელი – დავით რაქვიაშვილი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

საბჭოს სხდომა 23 მარტს 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.

(Visited 43 times, 1 visits today)

კომენტარები