„პრეზიდენტს ამ თემაზე სამი ვეტო აქვს დადებული და სამივეს შინაარსი განსხვავებულია. ეს უკვე მიანიშნებს გარკვეულ დასკვნებზე. მან ვეტო არა კანონს, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას დაადო“. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„მან ვეტო დაადო შესაძლებლობებს, რომ ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს, დავუპირისპირდეთ ტერორიზმის ნიშნებს და საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით იყოს საიმედო პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვერ გავაკრიტიკებ. თუმცა, კითხვის ნიშნები ამ ინსტიტუტთან იყო, რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომელთა ერთობლიობაც ქვეყანაში სურათს ცვლიდა.ფაქტია, რომ ორმა მიზეზმა, რომელიც მათ ვეტოს მოტივაციაში დაასახელეს, თავისით გამორიცხა ყევლა არგუმენტი, რომელსაც ოპოზიცია სვამდა.
პრეზიდენტი ვეტოს ადებს კანონს და მოტივაციას აგზავნის პარლამენტში ისე, რომ უსაფრთხოების სფეროში, სამართალდამცავ სფეროში კონსულატაციებისთვის არცერთ ორგანოს არ შეხვედრია. რაზე მიანიშნებს ეს, როდესაც ქვეყნის პრეზიდნეტი არც კი შეხვდა თავდაცვის და შს სამინისტროს კონსულტაციებისთვის და ისე გამოიყენა ვეტო“ , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მანანა ღოღობერიძე