„ხელისუფლებას თვითონ უნდა ჩვენს პირად ცხოვრებაში აფათუროს ხელი. ხელისუფლებას თვითონ უნდა დაიკანონოს, რომ თვითონ შემოვიდეს, შეამოწმოს და მოგვისმინოს ნებისმიერ ჩვენგანს, როცა მოუნდება“. ამის შესახებ „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ, „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„ „რესპუბლიკელებისთვის“ მოსმენების შესახებ კანონი ყოველთვის იყო დიდი ყურადღების საგანი. სიმბოლურია, რომ ერთი წლის შემდეგ კიდევ ვაპროტესტებთ, რომ ხელისუფლება ისევ იტოვებს შესაძლებლობას მოგვისმინოს, ფარულად ჩაიწეროს, წაიკითხოს მიმოწერები. ყევლაზე სამწუხაროა, რომ უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა,რომ ფარულ ჩანაწერებს ავრცელებენ კიდეც,ეს ორმაგად ამაზრზენია. ეს ხელისუფლება წინამორბედებისგან განსხვავებით უფრო შორს წავიდა და ან ავრცელებს ამ კადრებს, ან გავრცელების შესახებ გამოძიება არცერთხელ ბოლომდე არ მიუყვანიათ.
თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს ძალიან მარტივია. ხელისუფლებამ უნდა დაგვიცვას ასეთი მავნე ადამიანებისგან, ვინც იკისრებს და პირადად გატეხავს ვიღაცის e-mail-ს, მოიპარავს ინფორმაციას და ამ დროს ჩვენ რას ვხედავთ. ეს ხელისუფლება სხვისგან უნდა გვიცავდეს. ის თვითონ არღვევს ჩვენს უფლებას. ესაა კანონის მთავარი პრობლემა. უსაფრთხოების კონცეფციას ამოფარებული ხელისუფლება თითოეული მოქალაქის სახლში შემოდის. ეს ხელისუფლება ნამდვილად წააგებს, რადგან იმაზე მეტი უნდა, ვიდრე ეკუთვნის“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
მანანა ღოღობერიძე