დაბალის რიკის პენიტენციურ დაწესეულებაში და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღვეთის დაწესებულებაში განთავსებულ საშიშროების დაბალი რისკის მსჯავრდებულებს, სასჯელის მოხდის პერიოდში, საშუალება მიეცემათ უმაღლესი განათლება მიიღონ.

საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც აღნიშნულ სიახლეს ითვალისწინებს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ისაუბრა.

მინისტრმა განმარტა, რომ პენიტენციურ სისტემაში დღეს არიან პატიმრები, რომლებსაც უკვე წარმატებით აქვთ ჩაბარებული ეროვნული გამოცდები.

„ერთ-ერთმა გრანტიც კი აიღო, მაგრამ იმის გამო, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულთათავის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, მათ სტატუსი შეჩერებული აქვთ. აკადემიური სტატუსის შეჩერება კი, არ შეიძლება აღემატებოდეს 5 წელს. შესაბამისად,  ზოგ შემთხვევაში, წარმატებულად ჩაბარებული გამოცდების შედეგები  5 წლის გასვლის შემდეგ უქმდება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისი განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილება. შესაბამისად, თუ პარლამენტი მას მხარს დაუჭრს მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ელექტონული ფორმით.

კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტრომ საკომიტეტო მოსმენების დროს გამოთქმული მოსაზრებები გაითვალისწინა და მსჯავრდებულების მონაწილეობა გამოცდებში საერთო წესით განხორციელდება.

 

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*