იაპონიაში, ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი მოხუცი სამურაი. მას უამრავი მოსწავლე ჰყავდა და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა.

ერთხელ, ვარჯიშის დროს, მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი, რომელიც განსაკუთრებული უხეშობით და სისასტიკით იყო ცნობილი იმ მხარეში.მისი საყვარელი მეთოდი იყო  მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში. ამით მწყობრიდან გამოყავდა ადამიანი. ეს უკანასკნელიც განნრისხებული იწვევდა მას ორთაბრძოლაში, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებული, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და მარცხდებოდა.

ახალგაზრდა მეომარმა დიაწყო მოხუცის დაცინვა და ლანძღვა–გინება. იფურთხებოდა მისი მიმართულებით, უძლურს, მშიშარას და ლაჩარს ეძახდა, მაგრამ მოხუცი არაფერს იმჩნევდა და მშვიდად აგრძელებდა მოსწავლეებთან ვარჯიშს. ბოლოს და ბოლოს ახლაგაზრდამ, მიხვდა რა, რომ არაფერი გამოუვიდა, გაღიზიანებულმა დატოვა იქაურობა.

მოსწავლეებმა, გაკვირვებულებმა იმით, რომ მოხუცმა ამდენი შეურაცხყოფა აიტანა, ჰკითხეს მას:

– რატომ არ გამოიწვიეთ ეს თავხედი ორთაბრძოლაში? ნუთუ დამარცხების შეგეშინდათ?

მოხუცი სამურაი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ კითხვითვე უპასუხა:

– თუ თქვენ მოგიტანენ საჩუქარს, მაგრამ არ მიიღებთ მას, მაშინ ვის დარჩება ეს საჩუქარი?

– რა თქმა უნდა იმას ვინც მოგვიტანა, თუ სხვას არ მისცა. – უპასუხეს მოსწავლეებმა.

– იგივე ხდება ლანძღვა–გინების, შურის, ბოღმის და სიძულვილის შემთხვევაშიც. მანამ, სანამ თქვენ არ მიიღებთ მათ, ეს ყველაფერი რჩება იმასთან, ვინც ისინი მოიტანა.

(Visited 217 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*