ვირუსული დაავადებები, რომლებსაც გარკვეული სეზონურობა ახასიათბთ, ხშირად მნიშვნელოვან დისკომფორტს გვიქმნიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. სამსახური, სკოლა, ბაღი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები ვირუსების არსებობისთვის ხელსაყრელი სივრცეა. სოციალურ სივრცეში ხშირად მიმდინარეობს დისკუსია გახშირდა თუ არა ვირუსით დაავადების შემთხვევები და რა ფაქტორები იწვევს ადამიანების დაინფიცირებას. საინტერესოა რომელ სეზონზე რა ტიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს და რამდენად შესაძლებელია, რომ აცრებით თავი ავარიდოთ ჩვენს ორგანიზმში დაავადების გავრცელება, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ პედიატრი თემურ მიქელაძე ესაუბრა.

თუ შეგიძლიათ, მითხრათ რა არის ვირუსი და რომელი ფაქტორები შეიძლება გახდეს ადამიანში მათი შეჭრისა თუ გავრცელების წინაპირობა?

ვირუსი მიკროორგანიზმია, რომელიც მუდმივად ცირკურირებს ბუნებაში და ახასიათებს სეზონურობა. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რომ ის გავრცელდეს  ადამიანის ორგანიზმში. იმუნიტეტის დონეს ადამიანის ორგანიზმში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ზოგჯერ არასწორად ფიქრობენ, რომ თუ მაღალი იმუნიტეტი აქვთ, დაცულები არიან ვირუსის გავრცელების საფრთხისგან.

ნებისმიერი სეზონზე ნებისმიერი ადამიანი შესაძლოა, დაავადდეს ვირუსით.

არსებობს თუ არა კონკრეტული სეზონი ან დროის მონაკვეთი, როდესაც ვირუსის გავრცელების საშიშროება განსაკუთრებით მაღალ ნიშნულს აღწევს და როდის იღებს მასობრივ ხასიათს ვირუსული „შემოტევები“?

გრიპის ვირუსის გავრცელება  იწყება წლის მეორმოცე კვირიდან და გრძელდება მომდევნო წლის მეოცე კვირამდე.  ე.წ. გრიპის ვირუსები: ადენოვირუსი, კორონავირუსი, რინოვირუსი, გავრცელების თვალსაზრისით ინტენსიურ ხასიათს  ზამთრის სეზონზე იღებს.

გაზაფხულის მეორე ნახევრიდან ვირუსული ინფექციები თანდათან იკლებს. აღნიშნული სეზონის პირველი ნახევრიდან იმატებს ნაწლავური ინფექციები.

ვირუსული დაავადებების გავრცელების მთავარი მიზეზი არის დახურულ სივრცეში ვირუსით დაავადებული ადამიანების არსებობა. ძირითადად ჩაკეტილ სივრცეში გვიწევს ყოფნა, აღარ ნიავდება გარემო და შედეგად იმატებს ვირუსული ინფექციები.

საზოგადოებაში გახშირდა მოსაზრება, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიური სახე მიიღო ვირუსული დაავადებების გავრცელების ფაქტებმა. თუ შეგიძლიათ მითხრათ როგორია სტატისტიკა ამ თვალსაზრისით?

შემიძლია გითხრათ, რომ ვირუსული დაავადებების გავრცელების არანაირი სტატისტიკა არ არსებობს.

ბოლო დროს გაიზარდა ინფორმაციულობა ვირუსების გავრცეებასთან დაკავშირებით და არა გავრცელების ფაქტები.

რეალურად ვირუსული დაავადებების შემთხვევები არ მომატებულა.

ვირუსულ დაავადებებთან დაკავშირებით, ასევე, ხშირად აღნიშნავენ, რომ  ჩვენს ქვეყანაში ანომალიური ტიპის ვირუსებია გავრცელებული, რომელიც სწრაფად მრავლდება. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება რეალობას და როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა  ვირუსული დაავადება ადამიანისთვის განსაკუთრებულად შემაშფოთებელი მოვლენა?

– ხელოვნურად გავრცელება ვირუსის საქართველოში არასდროს მომხდარა, შესაბამისად მსაგავს მოსაზრებას ლოგიკური საფუძლევლი არ აქვს. არავის ხელს არ აძლევს, რომ  ხელოვნური ვირუსული დაავადებები გაავრცელოს.

როგორია თქვენი, როგორც პედიატრის, რეკომენდაცია პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით, რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, რათა თავიდან აირიდონ ორგანიზმში ვირუსის შეჭრის საფრთხე?

ყველაზე მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა: ხელების ხშირი დაბანა, ოთახების და დახურული ადგილების მაქსიმალურად ხშირი განიავება, მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი ბალანსირებული კვება, რომელიც სამწუხაროდ ადამიანებს ხშირად არ აქვთ.

რას გვეტყვით ვირუსის საწინააღმდეგო აცრებზე. რამდენად აქვს პრევენციული სახე და არის თუ არა მსგავსი აცრები თქვენთვის, როგორც პედიატრისთვის, მისაღები?

არსებობს მხოლოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. სხვა ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

ამ ეტაპზე საუბარი მიმდინარეობს რინოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე, რომელიც 2030 წლისთვის შესაძლოა უკვე არსებობდეს.

ვაქცინა  გაუკეთდება ქრონიკული ობსტრუქციისა და ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებს. რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, სასურველია გაკეთდეს ოქტომბერ–ნოემბერში. არიან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები, რომლებიც გარკვეულ რისკ–ჯგუფს მიეკუთვნებიან და მათ აცრები არ უკეთდებათ, მაგრამ მოსახლეობის ძირითად ნაწილს ვაქცინა უკეთდება და არანაირი უკუჩვენება არ აქვს.

ნანუკა მაღლაკელიძე

(Visited 119 times, 1 visits today)

კომენტარები