თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 24 მარტის სხდომის დღის წერიგის შესახებ ისაუბრა. გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, დღეს საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები რამდენიმე საკითხს, მათ შორის, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მისივე თქმით, განიხილება საკითხი, რომელიც საბაგირო გზით მგზავრთა გადაყვანისას არსებული ტარიფის გაზრდას ითვალისწინებს. „შემაჯამებელი მონაცემების გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა, რომ ექსპლუატაციით მიღებული ეკონომიკური მაჩვენებლები ბევრად აღემატება დამტკიცებული ტარიფით მიღებულ შემოსავლებს. ამიტომ სუფსიდირების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრთა გადაყვანის ტარიფი ერთი მიმართულებით, სასურველია, 2 ლარამდე გაიზარდოს. აღნიშნულ ტრანსპორტზე ქალაქის მუნიციპალიტეტიდან სუფსიდირების სახით 1 720 000 ლარი გაიცემა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მგზავრთა 80 % ტურისტია და საბაგირო არ არის ძირითადი სატრანსპორტო საშუალება, სასურველია, გამოთავისუფლდეს თანხა, რომელიც ქალაქს საკეთილდღეოდ მოხმარდება“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ ასევე საკრებულოში თბილისის მერის მისვლის თარიღი დაასახელა. ალიბეგაშვილის განცხადებით, დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატების წინაშე ანგარიშით 11 აპრილს წარდგება და საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 24 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება.

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*