„შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უწესრიგო მძღოლები საქართველოში არიან. შეუძლებელია,რომ თითოეულ მძღოლს თითო  საპატრულო ინსპექტორი მიამაგრო.ადამიანებს აქვთ დაუსჯელობის სინდრომი და შეგრძნება, რომ მათ ეს შერჩებათ“. ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, შალვა ოგბაიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის“ დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.

„სამწუხარო სტატისტიკაა,რომ გამოვირჩევით ევროპის მასშტაბით, 100 ათას მოსახლეზე 16–18 დაღუპულია ავტოავარიის გამო. ევროპისკენ სვლა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაადგილება, ეს არის იმ წესების დამკვიდრება, რაც არის ევროპაში.  მხოლოდ მძიმე შემთხვევების შემდეგ შემოვკრავთ განგაშის ზარს. ყველაფრის შინაგან საქმეთა სამინისტროზეგადაბრალება დაუშვებელია. თავად მძღოლებმა უნდა შევცვალოთ რაღაც. ეს მოდის უპასუხისმგებლობისგან, დაუსჯელობის სინდრომისგან.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება არ არის ერთი უწყების, ერთი სამინისტროს კომპეტენცია. აქ არის კლასიკური ბმა, ადამიანების, ინფრასტრუქტურის ფაქტორი,საკანონმდებლო ბაზა, მენეჯმენტი, ადმინისტრირება. ამ კომპონენტების ერთობლიობას, ისევე სჭირდება მართვა, როგორც სამკაციან მუშას უნდა თამადა, ხუთკაციან მუშებს უნდათ ბრიგადის მეთაური, ტექდათვალიერება და ავტომობილების გამართულობის ხარისხი კიდევ სხვა თემაა.

მნიშვნელოვანია „მე არ მეხება“–ს პრინციპი. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე ერთიანი მაკოორდინირებელი რგოლი,რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, არ არსებობს. უნდა დავიწყოთ კამპანია „საქართველოს გზები სიკვდილის გარეშე“. საკითხი უნდა იყოს აწეული პრემიერის დონეზე“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 70 times, 1 visits today)

კომენტარები