„ვარაუდები ძალიან ბევრია, მიმდინარეობს გამოძიება. არის ვერსია,რომ ეს არის „მარტოხელა“ ტერორისტი,პასუხისმგებლობა არავინ აიღო თავის თავზე“. 22 მარტს, ლონდონის ცენტრში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ, დიდ ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში  ისაუბრა.

„ლონდონი ტრადიციულ ცხოვრების რიტმს უბრუნდება. ქუჩებში ჭარბად არის პოლიციის სამსახურები, ვესტმინსტერზე დაშვებულია დროშა. პარლამენტში შეიკრიბნენ და პრემიერმინისტრი სპეციალური სიტყვითაც გამოვიდა.აღსანიშნავია, პოლიციის მობილიზება და სისტემური ეფექტურობა. მნიშვნელოვანია ანტიტერორისტული სამსახურის მუშაობა. ბოლო 3 წლის განმავლობაში 13 ტერორისტული აქტი იქნა აღკვეთილი. საფრთხის დონე დღეს ყველაზე მაღალია. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მომხდარისთვის ემზადებოდნენ, იყო სპეციალური წვრთნები.

ბრიტანული სისტემა ცნობილია იმით,რომ საზოგადოების ცნობიერება და განათლების დონე ანტიტერორიზმთან დაკავშირებით ძალიან მაღალია. ეს აძლიერებს ბრიტანულ სახელმწიფოს. ეს არის ეფექტური სპეცოპერაციების საფუძველი. მოსახლეობისთვის მითითება არის მკაფიო,რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ნებისმიერ საეჭვო ქმედებაზე, ქცევაზე, საგანზე. აქტიური სამოქალაქო პოზიცია და შესაბამისი სტრუქტურების ეფექტური საქმიანობა განსაკუთრებულია ამ ქვეყანაში” , – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 60 times, 1 visits today)

კომენტარები