დღეს, საასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე,  ნოდარ ხადური და  საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე,  კარლო ნატალე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ოფიციალურად გახსნიან.

პროექტის „კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ გახსნის ცერემონიალს მთავრობის, პარლამენტის წევრები, ელჩები,დიპლომატები, ბიზნეს სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

ორწლიანი პროექტის მთავარი მიზნობრიობა და მიმართულებებია: ქართულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ზრდის ხელშეწყობა და ეკონომიკის გაძლიერება; საქართველოს კონკურენციის სააგენტოში  საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვა, განვითარება; სააგენტოსა და დარგობრივ მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და DCFTA-ის  შესაბამისად, კონკურენციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ქართულისაზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ა.შ.

(Visited 49 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*