1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
1 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
1 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
1 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
1 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

2017 წლის 24 მარტს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე, რომელზეც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მარიამ რაქვიაშვილმა 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა.

ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, აღნიშნეს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ წლიურ ეროვნულ პროგრამაში ასახული რეფორმათა გეგმა. აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი, ამბიციური და ამავდროულად რეალისტურია. ალიანსი მიესალმა მართლმსაჯულების, თავდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა სფეროებში რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა ამ რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატებით გაგრძელების მნიშვნლელობა.

მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ 2017 წლის ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედერების დღის წესრიგს.

ალიანსის წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და საქართველოს ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მათ ასევე აღნიშნეს ყველა არსებულ ფორმატში, მათ შორის,გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის ჯგუფის ფორმატში, საქართველოს აქტიური მონაწილეობა.მოკავშირეები ასევე მიესალმნენ საქართველოს აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსში მიმდინარე დიალოგში.

ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი ურყევი მხარდაჭერა.

საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან ახორციელებს. 2017წლის წლიური ეროვნული პროგრამა 17მარტს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა.

(Visited 74 times, 1 visits today)

კომენტარები