საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 24-25 მარტს ბელგიის სამეფოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

 

 ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ბრიუსელის ფორუმში. კერძოდ მინისტრი სიტყვით გამოვა მე-6 პლენარულ სესიაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის თემატიკას დაეთმობა. ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევების შესახებ.  

 სესიის დასრულების შემდეგ დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა აშშ-ის სენატორთან, ჯონ მაკკეინთან.  ბრიუსელის ყოველწლიურ კონფერენციას  აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები ესწრებიან. 

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*