2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემაზე, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა და მომღერალმა ნინო სურგულაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის დროში“ ისაუბრეს.

„ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ, ალბათ საქართველოში დგას. ის ვინც იღებს მართვის მოწმობას, კანონებს ეცნობა, რომ არსებობს „ზებრა“, უნდა დაუთმო და მეტად მნიშვნელოვანია ქვეითის უსაფრთხოება. ეს უნდა იყოს მექანიკური და ქვეცნობიერად გააზრებული, ადამიანი მექანიკურად უნდა ჩერდებოდეს „ზებრასთან“. მნიშვნელოვანია დიდი სარეკლამო კამპანია. ხელისუფლებამ უნდა შეიტანოს ამაში წვლილი, მხოლოდ ჯარიმები ვერ უშველის“ , – განაცხადა ნინო სურგულაძემ.

„მხოლოდ პასპორტი არ განსაზღვრავს ევროპასთან დაახლოებას, ევროპა არის თვითშეგნება და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს კიდევ არ არის მაღალი საქართველოში. „ზებრა“ ხაზის დაცვა, ნაგავი რომ ძირს არ დავყაროთ, ნიშნავს ევროპულ თვითშეგნებას. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის საბჭოთა სისტემის გადმონაშთი, არ ვიცი საიდან მოვიდა ეს სამარცხვინო პრობლემა. სახელმწიფო არის თვითონ პრეზიდენტი, ექიმი, მეეზოვე, ფოტოგრაფი, სხვას ვერ ავკიდებთ პასუხისმგებლობას“ , – განაცხადა გოგა ჩანადირმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 85 times, 1 visits today)

კომენტარები